აბეშურა
აბეშურა (გ. დაახლ. 294, მცხეთა) — ქართლის (იბერია) დედოფალი, ფარნავაზიანთა უკანასკნელი მეფის ასფაგურის ასული და ხოსროვიანთა პირველი მეფის მირიან III-ის მეუღლე დაახლოებით 287-294 წლებში.
აბეშურა | |
---|---|
იბერიის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 287 |
მმართ. დასასრული: | 294 |
წინამორბედი: | უცნობი? |
მემკვიდრე: | ნანა დედოფალი |
მონარქი: | მირიან III |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | უცნობი? |
გარდ. თარიღი: | დაახლოებით 294 წელს |
მეუღლე: | მირიან III |
დინასტია: | ფარნავაზიანები |
მამა: | ასფაგური |
მის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი, თუმცა „ქართლის ცხოვრების“ მეოთხე თავში ავტორი აღწერს ასფაგურის მეფობის ბოლო წლებს და გვირგვინის გადაცემის პროცესს. ცნობილია, რომ ასფაგურს არ ჰყავდა ძე, რაც სახელმწიფოებრიობის არსებას პრობლემას უქმინდა. სპარსთა შეტევების შედეგად, მეფე იმიერკავკასიაში გაემგზავრა, რათა ოსებსა და ჩრდილო კავკასიელებისგან დახმარება მიეღო ჯარის ფორმირებაში, თუმცა ოსეთშივე გარდაიცვალა. შექმნილმა გარემოებამ კიდევ უფრო გაამწვავა სიტუაცია.
რათა სპარსელებს არ დაეპრყრათ ქართლი, დიდგვაროვნებმა სპარსეთის შაჰს შესთავაზეს ქართველთა მეფის-ასულის გათხოვება მის მიერ ტახტის შერჩეულ მემკვიდრეზე, რაც მოხდა კიდევაც. აბეშურა იქორწინა სპარს უფლისწულზე, შვიდი წლის მიჰრანზე, რომელიც შემდგომში მირიან III-ის სახელით არის ცნობილი.
აბეშურა დედოფალი გარდაიცვალა მაშინ, როცა მეფე მირიანს თხუთმეტი წელის შეუსრულდა, რაც დაახლოებით 294 წელს მოხდა. ქართლის ცხოვრების ავტორი აღწერს ამ მოვლენას ფანავაზიანთა დინასტიის დასრულებით და ხოსროვიანებისთვის სამეფო ტახტის გადაცემით.
ლიტერატურარედაქტირება
- ვ. გოილაძე, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 29.