ბალვანა
ბალვანა — მონასტერი ისტორიულ შავშეთში. მდებარეობს ართვინის რაიონში შავშეთის მხარე, სოფელ ბალვანასა და სულესს შორის. კომპლექსის შემადგენლობაში შედის ტაძარი (საძვალით), სატრაპეზო, სენაკები და მარანი.
კლდეზე მიკრული დიდი ზომის, რამდენიმესართულიანი შენობა, სავარაუდოდ, სატრაპეზო იყო, თუმცა შესაძლოა პარალელურად სხვა დანიშნულებაც ჰქონოდა. ზემოთ, მიუდგომელ გამოქვაბულში ალბათ სენაკები იყო. მონასტრის ძველი სახელი და დაარსების დრო უცნობია. არქიტექტურული მონაცემების მიხედვით, X საუკუნეში აქ უკვე უნდა ყოფილიყო სამონასტრო ტიპის კომპლექსი. განსხვავებული მონაცემების მიხედვით, დასახლებული პუნქტებიდან საკმაო მანძილით დაშორებული ნამონასტრალის მიდამოები ეკუთვნის სოფ. ბალვანას ან სოფ. სულესს (ზემო სულესს). არსებობს მოსაზრება, რომ მონასტერი შესაძლოა „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ მოხსენიებული ტბის მონასტერი იყოს (ეს უკანასკნელი დღემდე არ არის ლოკალიზებული).
ლიტერატურა
რედაქტირება- ტაო-კლარჯეთი, ისტორიისა და კულტურის ძეგლები, კატალოგი, თბ., 2017, გვ., 15-16