არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: შავშათი.

შავშეთი — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, ამჟამად თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე, წარმოადგენდა ისტორიული მესხეთის ნაწილს.

შავშეთი დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე ართვინის პროვინციის ნაწილია
შავშეთი VIII-X საუკუნეების მესხეთის რუკაზე.

გეოგრაფია

რედაქტირება

შავშეთი შემოსაზღვრული იყო შავშეთის ქედით, არსიანის მთით და არტანუჯს კლდის მასივით. ის აჭარის სამხრეთით და სამცხის გასწვრივ მდებარეობდა. ამიტომ აჭარის სამხრეთი საზღვარი, შავშეთის ქედი, მისთვის ჩრდილოეთის საზღვარი იყო, ხოლო აღმოსავლეთით იგივე მთა არსიანი საზღვრავდა; სამხრეთის საზღვარს იმერხევისა და შავშეთის წყლის შესართავთან ამოზიდული მთები წარმოდაგენენ. გრიგოლ ხანძთელის მიხედვით „ერთ კერძო შავშეთისა დიდთა წყალთა შეკრებისა გარემოსლვაჲ გარემოადგს ზღუდის სახედ“. სოფელი ნორგიალი, რომელიც შავშეთის წყლის სამხრეთით მდებარეობს შავშეთად იყო ცნობილი. გიორგი მერჩულეს ცნობით „იყო ნეტარი მიქელ ქუეყანისა შავშეთისაჲ სოფლისა ნორგიალისაჲ“

სახელი ეწოდა დასახლება შავშეთის მიხედვით, რომელიც მისი ადრინდელი ცენტრი იყო. დასახლებული იყო ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანიდან. მეცხრე საუკუნითგან მოყოლებული აქ გაჩნდა აღმოსავლეთითგან გადმოსულ ქართველთა ახალშენები, გაჩარდა ეკლესია-მონასტრების მშენებლობა. X საუკუნეში დაარსდა ტბეთის საეპისკოპოსო. 1547 წელს შავშეთი ოსმალეთის იმპერიამ დაიპყრო, 1877-1878 წლების ომის შედეგად რუსეთის იმპერიამ დაიკავა. 1921 წელს ყარსის ხელშეკრულებით გადაეცა თურქეთს. ამჟამად შედის თურქეთის ართვინის პროვინციაში შავშათის რაიონის სახით.

დემოგრაფია

რედაქტირება

1886 წლის საოჯახო სიებით შავშეთში 9401 გათურქებული ქართველი და 7556 ქართველი ცხოვრობდა. 1907-1908 წლების მონაცემებით კი ქართველების რაოდენობა იყო 6896.[1]

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. თოფჩიშვილი რ. „საქართველოს ეთნოგრაფია/ეთნოლოგია“ გვ. 143 — თბილისი, „უნივერსალი“ 2010 ISBN 578-9941-12-882-0