ბაგრატუნები, ბაგრატიდები — ძველი სომხური არისტოკრატიული საგვარეულო, სამეფო დინასტია 885-1045 წლებში. უძველესი ცნობები მათ შესახებ ძვ. წ. I საუკუნეს განეკუთვნება. სომეხი არშაკუნიანების კარზე ბაგრატუნებს ასპეტისა და გვირგვინის დამდგმელის მემკვიდრეობითი თანამდებობა ეკავათ.

ბაგრატუნები
ფუძე დინასტია ბაგრატიონები
მიმართვის ფორმა მონარქია
დამაარსებელი აშოტ I
უკანასკნელი მმართველი გაგიკ II
ეროვნება ქართველები
სომხები
ანისის ნანგრევები

არაბების დროს VIII-IX საუკუნეებში ისინი თანდათანობით დაეუფლნენ სომხეთის უმეტეს ნაწილს. ბაგრატუნების სამფლობელოს გული იყო შირაკი. ბაგრატუნებმა სომხეთის „მთავართა მთავრობა“ მოიპოვეს და სათავეში ჩაუდგნენ განმათავისუფლებელ ბრძოლას არაბების წინააღმდეგ. 886 წელს აშოტ I ბაგრატუნი გამოცხადდა მეფედ. ბაგრატუნები იბრძოდნენ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და გაერთიანებისათვის, მათ განავრცეს სომხეთის საზღვრები. 961 წელს სამეფოს სატახტო ქალაქი ანისში გადაიტანეს და ამიერიდან მათი სამფლობელო ანისის სამეფოდ იწოდებოდა. სამეფო დინასტიამ ძალაუფლების ზენიტს მიაღწია X საუკუნის II ნახევარში და XI საუკუნის დასაწყისში, აშოტ III, სმბატ II და გაგიკ I დროს. 1045 წელს სომხეთი ბიზანტიამ დაიპყრო. უკანასკნელი ბაგრატუნი მეფე გაგიკ II ბიზანტიაში დააკავეს (1045), რის შემდეგ სამეფო დინასტიის არსებობა შეწყდა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება