ტაძრის გეგმა

ჯიჯორის ეკლესია — ტაძარი ისტორიულ მხარე კოლაში, თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე. შემორჩენილია ნანგრევების სახით არტაანი-კოლას საავტომობილო გზის მარცხენა ფერდზე. ნაშენებია X საუკუნეში.

ჯიჯორის ეკლესია
ჯიჯორის ეკლესია — თურქეთი
ჯიჯორის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 40°57′39″ ჩ. გ. 42°32′09″ ა. გ. / 40.9610722° ჩ. გ. 42.5360556° ა. გ. / 40.9610722; 42.5360556
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: თურქეთი თურქეთი
ადგილმდებარეობა კოლა
ფუნქციური სტატუსი დანგრეული
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება X საუკუნე
დეტალები

ეკლესია დარბაზულია. სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილების ცენტრალური ნაწილები გამონგრეული, თაღები და კამარები ჩამოქცეული, პერანგის საპირე წყობა კი შემოძარცვულია. გააჩნია მინაშენი ჩრდილოეთის მხარეზე, რომელიც დიდწილად დანგრეულია.

დარბაზს აღმოსავლეთით ბემიანი ნახევარწრიული საკურთხეველი ედგმის, რომლის სამხრეთ ნაწილში ღრმა, აღმოსავლეთისკენ წაგრძელებული ნიშაა. დარბაზის სივრცე პილასტრებით ორ ნაწილად იყოფა. თითოეული ნაწილიდან ჩრდილოეთ მინაშენში გასასვლელი კარია. მინაშენი ორნაწილადაა გაყოფილი. დასავლეთის სწორკუთხაა, ხოლო აღმოსავლეთისას დაბოლოება აფსიდალური აქვს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება