სურამელები
სურამელები — დიდ ფეოდალთა საგვარეულო XII-XIV საუკუნეების საქართველოში. სახელწოდება წარმოსდგება მათი საგვარეულო მამულიდან — სურამი (ახლანდელი ხაშურის მუნიციპალიტეტი, შიდა ქართლის მხარე). ზოგიერთი მკვლევარის აზრით, სურამელების წინაპრები იყვნენ ფავნელები; მარი ბროსე და კირილ თუმანოვი კი სურამელებს ორბელთა საგვარეულოს განშტოებად მიიჩნევენ.
სურამელთა საგვარეულო სახლის უფროსები XII საუკუნის 70-იან წლების ბოლოდან იყვნენ ერისთავთერისთავები და ქართლის ერისთავები, ხოლო XIII საუკუნის 40-იანი წლებიდან XIV საუკუნის პირველ მეოთხედამდე ქართლის ერისთავობასთან ერთად - საქართველოს მეფის მსახურთუხუცესებიც. სურამელების სახლი XIII საუკუნის შუა წლებში დაუნათესავდა ქართლისა და ჯავახეთის დიდ ფეოდალებს - თორელების სახლს, ხოლოXIII საუკუნის II ნახევარში - დასავლეთ საქართველოს დიდ ფეოდალურ საგვარეულოს ვარდანისძეებს. მონღოლთა ბატონობის ხანაში სურამელები აქტიურად მონაწილეობდნენ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. უმეფობის ხანაში, როდესაც მონღოლებმა საქართველო დუმნებად დაყვეს (XIII საუკუნის 40-იანი წლები), ქართლის დუმნის თავად გრიგოლ სურამელი დანიშნეს. XIV საუკუნის I მეოთხედის შემდეგ ეს საგვარეულო ისტორიულ წყაროებში აღარ მოიხსენიება.
გენეალოგია
რედაქტირება
ლიტერატურა
რედაქტირება- ქსე, ტ. IX, თბ., 1985 წ., გვ. 610
- სურამელთა ფეოდალური საგვარეულო / მიხეილ ბახტაძე. - თბ. : არტანუჯი, 2006. - 32გვ. ; 20სმ.. - სურამელთა გენეალოგიის რუკა: გვ. 29. - ბიბლიოგრ.: გვ. 30-31. - ISBN 99940-55-19-4