კირილ თუმანოვი (ინგლ. Cyril Toumanoff; დ. 13 ოქტომბერი, 1913, პეტერბურგი — გ. 4 თებერვალი, 1997, რომი) — ამერიკაში მოღვაწე ქართული წარმოშობის ისტორიკოსი და გენეალოგი.

კირილ თუმანოვი
რუს. Кирилл Львович Туманов
დაბ. თარიღი 13 ოქტომბერი, 1913(1913-10-13)
დაბ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი
გარდ. თარიღი 4 თებერვალი, 1997(1997-02-04) (83 წლის)
გარდ. ადგილი რომი
დასაფლავებულია კამპო ვერანო[1]
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 აშშ
საქმიანობა ისტორიკოსი, genealogist, მედიევისტი[2] და უნივერსიტეტის პროფესორი[2]
მუშაობის ადგილი ჯორჯტაუნის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ჯორჯტაუნის უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

თუმანოვი ეკუთვნოდა თავად თუმანიშვილთა რუსეთში დაფუძნებულ შტოს; დაიბადა სანქტ-პეტერბურგში, ქართველი მამისა და რუსი დედის ოჯახში. ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ, მამასთან ერთად თავი ჯერ პარიზს (1918), შემდეგ კი შეერთებულ შტატებს შეაფარა (1928). 1931 წლიდან თუმანოვი ლენოქსის სკოლაში დადიოდა და ჩააბარა ჰარვარდში. მისმა მასწავლებლებმა ჯონ კოდინგტონმა და რობერტ ბლეიკმა ის ფინანსურად უზრუნველყვეს ბრიუსელში გასამგზავრებლად, რათა ნიკოლოზ ადონცთან შეესწავლა არმენოლოგია და შემდეგ ბერლინში, სადაც ის მიხეილ წერეთელთან ეუფლებოდა ქართულს. დაამთავრა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი და მოიპოვა დოქტორის ხარისხი 1943 წელს; იქვე მუშაობდა წლების მანძილზე და მიიღო საპატიო პროფესორის წოდება. 1970-იდან პენსიაზე იყო. იგი იყო ასევე მალტის რაინდთა სუვერენული ორდენის წევრი და ამ ორდენის ოფიციალური ისტორიკოსი-კონსულტანტი.

თუმანოვი ავტორია დასავლეთში სტანდარტულად აღიარებული შრომებისა შუა საუკუნეების კავკასიის ისტორიაზე, ასევე ქართული და სომხური არისტოკრატული საგვარეულოების გენეალოგიაზე. მიუხედავად ბევრი ღირსებისა, მისი ზოგიერთი გენეალოგიური სქემა არ არის საყოველთაოდ გაზიარებული. მისი შრომებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია 1963 წ. გამოცემული Studies in Christian Caucasian History ("კვლევები ქრისტიანული კავკასიის ისტორიაში").

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • (en) Studies in Christian Caucasian History (Georgetown University Press, 1963)
  • (en) On the Relationship between the Founder of the Empire of Trebizond and the Georgian Queen Thamar, Speculum, 15 (1940)
  • (en) Medieval Georgian Historical Literature (VIIth-XVth Centuries), Traditio 1 (1943)
  • (en) The old Manuscript of the Georgian Annals: The Queen Anne Codex (QA) 1479-1495 Traditio 5 (1947) p. 340
  • (en) The Early Bagratids. remarks in connexion vith some recent publications, Le Museon 62 (1949)
  • (en) The Fifteenth-Century Bagratids and the institution of Collegial Sovereignty in Georgia, Traditio 7 (1949-1951) p. 169
  • (en) Christian Caucasia between Byzantium and Iran. New light from Old Sources, Traditio 10 (1954). p. 109
  • (fr) La noblesse géorgienne sa genèse et sa structure, Rivista Araldica, Sett (1956)
  • (en) Chronology of the Kings of Abasgia and other problems, Le Museon,69 (1956)
  • (en) Caucasia and Byzantine studies, Traditio 12 (1956) p. 409
  • (en) The Bagratids of Iberia from the Eight to the Eleven Century, Le Museon 74 (1961)
  • (en) Introduction to Christian Caucasian History, II: The Formative Centuries (IVth-VIIIth), in: Traditio 15, 1959, p. 1
  • (en) Introduction to Christian Caucasian History, II: States and Dynastics of the Formative Period, in: Traditio 17, 1961, p. 1
  • (en) The dates of the Pseudo-Moses of Chorence, Handes Amsorya,75 (1961)
  • (en) The Cambridge Medieval History IV cap XIV "Armenia and Georgia", nouv.éd 1966
  • (en) Chronology of the Early Kings of Iberia, article dans Traditio 25 (1969) p. 1
  • (en) The Mamikonids and the Liparitids, Armeniaca Venise (1969)
  • (en) The Third-Century Armenian Arsacids: A chronological and Genealogical Commentary, revue des études arméniennes no 6 (1969) pages 233 à 281
  • (en) Caucasia and Byzantium, Traditio,27 (1971)
  • (fr) L’Ordre de Malte dans l’Empire de Russie : Grand-Prieuré Catholique de Russie, Rivista Araldica, Maggio-Giugno (1973)
  • (fr) Manuel de généalogie et de chronologie pour l’histoire de la Caucasie chrétienne (Arménie, Géorgie, Albanie), Éd. Aquila, Rome, (1976)
  • (fr) Aransahikides ou Haykides ? Derniers rois de Siounie, Handes Amsorya (1976)
  • (fr) Les Maisons Princières Géorgiennes de l’Empire de Russie, Rome, (1983)
  • (en) The Albanian Royal Succession, Le Museon 97 (1984)
  • (en) The Social Myth: Introduction to Byzantinism, Viella libreria editrice, Rome (1984)
  • (en) Heraclids and the Arsacids, revue des études arméniennes no 19 (1985)
  • (en) Problems of Aransahikid Genealogy, Le Museon 98 (1985)
  • (fr) Les dynasties de la Caucasie chrétienne de l’Antiquité jusqu’au XIXe siècle ; Tables généalogiques et chronologiques, Rome, 1990

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Rapp, Stephen H. (2003), Studies In Medieval Georgian Historiography: Early Texts And Eurasian Contexts, p. 16. Peeters Bvba, ISBN 90-429-1318-5.
  • Любимов С.В. Титулованные роды Российской империи: Опыт подробного перечисления всех титулованных российских дворянских фамилий, с указанием происхождения каждой фамилии, а также времени получения титула и утверждения в нем / Гос. публ. ист. б-ка России. – М.: ФАИР-ПРЕСС, 2004. с. 368

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Find a Grave — 1996.
  2. 2.0 2.1 Czech National Authority Database