ნიკოლოზ ადონცი

ნიკოლოზ ადონცი (სომხ. Նիկողայոս Ադոնց; რუს. Николай Адонц) (10 იანვარი, 187127 იანვარი, 1942) — სომეხი ისტორიკოსი, რომელიც სპეციალიზდებოდა ბიზანტიით და არმენოლოგიით, ასევე ფილოლოგიით.[6] ადონცი ავტორია „Armenia in the Period of Justinian“, გავლენიანი ნაშრომით სოციალურ და პოლიტიკურ სტრუქტურაზე ადრეული შუა საუკუნეების სომხეთზე.

ნიკოლოზ ადონცი
სომხ. Նիկողայոս Գևորգի Ադոնց
Nicholas Adontz stamp.jpg
დაბ. თარიღი 10 (22) იანვარი, 1871[1] [2]
დაბ. ადგილი ბრნაკოთი[1] [2]
გარდ. თარიღი 27 იანვარი, 1942(1942-01-27)[3] [4] [5] (71 წლის)
გარდ. ადგილი ბრიუსელი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
Flag of Belgium.svg ბელგია
ეროვნება სომხები
საქმიანობა არმენოლოგია და ბიზანტიოლოგია
მუშაობის ადგილი გევორქიანის თეოლოგიური სემინარია, სანქტ-პეტერბურგის საიმპერატორო უნივერსიტეტი, ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტი და Byzantion
ალმა-მატერი გევორქიანის თეოლოგიური სემინარია[2] და სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლური ფაკულტეტი
განთქმული მოსწავლეები კირილ თუმანოვი და Panagiotis Charanis

ბიოგრაფიარედაქტირება

ადონცის ნამდვილი სახელია ნიკოღაოს ტერ-ავეტიკიანი, დაიბადა სისიანის სოფელ ბრნაკოტში, რომელიც მაშინ ელიზავეტპოლის გუბერნიის ზანგეზურის მაზრაში (დღეს სიუნიქი) შედიოდა. მისი წინაპარი იყო XVIII საუკუნის სომეხი სამხედრო მოღვაწე და დავით ბეკის მოკავშირე ტერ-ავეტიკი.[7] დაამთავრა ტატევის სასულიერო სკოლა და სწავლობდა ეჩმიაძინის გევორკიანის თეოლოგიურ სემინარიაში და ტიფლისის გიმნაზიაში (1892–1894).[6]

ადონცი ჩაირიცხა სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახლო აღმოსავლეთის ენებისა და ისტორიის და ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელსაც ცნობილი ისტორიკოსი და ენათმეცნიერი ნიკო მარი ხელმძღვანელობდა. დაუფლა ლათინურსა და ბერძნულ ენას, სწავლა დაამთავრა 1899 წელს. ამის შემდეგ მართან ერთად იმოგზაურა ევროპაში (მიუნხენი, პარიზი, ლონდონი, ვენა) და 1901 წლამდე მუშაობდნენ ბიზანტიის კვლევებზე.[6] 1903 წელს დაბრუნდა კავკასიაში, სწავლობდა ქართულ ენას და მუშაობა დაიწყო ეჩმიაძინის ხელნაწაერთა საცავში.[6]

ადონცმა 1908 წელს შეადგინა და დაიცვა თეზისი „Armenia in the Period of Justinian“-ზე. 1909 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტში დაინიშნა კერძო ასისტენტ-პროფესორად. 1916 წელს „Dionysius of Thrace and his Armenian Commentaries“-ზე დისერტაციის დაცვის შემდეგ მიიღო დოქტორის და პროფესორის ხარისხი. იმავე წელს, არქეოლოგ აშხარბეკ კალანტართან ერთად, მონაწილეობდა ვანის მეორე არქეოლოგიურ ექსპედიციაში ორგანიზებული რუსეთის იმპერიის მეცნიერებათა აკადემიის მიერ. ერთი წლის შემდეგ დაინიშნა მოსკოვის ლაზარევის აღმოსავლური ენების ინსტიტუტის საპატიო რწმუნებულად და პროფესორად.[6]

1920 წელს ადონცმა დატოვა რუსეთი და გადასახლდა ლონდონში, მოგვიანებით პარიზში. 1930 წელს ლექციების ჩასატარებლად მოიწვიეს ბრიუსელის უნივერსიტეტში, სადაც ის დაინიშნა ახლადჩამოყალიბებული სომხური კვლევების კურსის ხემძღვანელად. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, ბელგია ნაცისტურმა გერმანიამ, რის გამოც ბელგიის უნივერსიტეტი დაიხურა და ადონცმა უარი განაცხადა სხვა უნივერსიტეტში მუშაობაზე. უმუშევროდ დარჩენილმა ადონცმა საკუთარი საქმიანობა ბელგიის მცირე სომხურ თემს გადააბარა და მალევე 1942 წლის, 27 იანვარს გარდაიცვალა.[7]

აკადემიური ნაშრომებირედაქტირება

ადოცნმა დატოვა 80-ზე მეტი მონოგრაფია, რომელიც ძირითადად ეხება შუა საუკუნეებბის სომხეთის ისტორიასა და ლიტერატურას, სომხეთ-ბიზანტიის ურთიერთობებს, სომხურ-ბერძნულ ფილოლოგიას, მითოლოგიას, რელიგიას, ენათმეცნიერას სომხურ, რუსულ და ფრანგულ ენების შესახებ.[6][7] 1901 წელს გამოსცა პირველი სამეცნიერო სტატია ჟურნალ Handes Amsorya-ში. ცნობილი ნაშრომებია: „The Peasantry of Ancient Armenia“, „The Art of Dionysius Grammarian and his Armenian Interpretations“ და „Political Parties in Ancient Armenia“. მისი Armenia in the Period of Justinian (სრული სათაური რუსულ ენაზე: Армения в эпоху Юстиниана: Политическое состояние на основе Нахарского строя), ეფუძვნება მის დისერტაციას, თუმცა ითვლება XX საუკუნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიღწევად არმენოლოგიაში.[6] 1970 წელს, მისი რუსულ ენაზე დაწერილი ნაშრომი თარგმნა ისტორიკოსმა ნინა გარსოიანმა მისი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნამუშევარია „Mashtots and his Students According to Foreign Sources“, სადაც ადონცი სომხური ანბანის შექმნას, მისი შემქმნელი მესროპ მაშტოცის მიერ ათარიღებდა 382-389 წლით, დაახლოებით 20 წლით უფრო ადრე ვიდრე ეს ტრადიციულად მიიჩნეოდა 405 წლით.[6]

გარდა შუა საუკუნეების სომხეთის ისტორიისა, ადონცი ასევე დაინტერესებული იყო სომხური საკითხითაც პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ და მასზე დაწერა რამდნეიმე ნაშრომი.[8] ესენია, 1918 წელს ინგლისურად დაწერილი: „Historical Basis of the Armenian Question and the Fall of Turkey and The Dismemberment of Turkey“; იმავე წელს რუსულად დაწერილი ორი ნაშრომი, „Turkey's Note and Western Armenia“ და „The Armenian Question and German Plans“; და „The Armenian Question at Sèvres“, რომელიც ინგლისურად დაიწერა 1920 წელს.[8] ის დასავლეთ ევროპას რეგიონში საკუთარი გავლენის გაზრდისთვის ოსმალეთის იმპერიაში სომხების გასაჭირის გამოყენებაში ადანაშაულებდა. ადონცი ასევე გმობდა საბჭოთა რუსეთს ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულების მოწერისთვის, რამაც დასავლეთ სომხეთი ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში დატოვა.[8]

ბიბლიოგრაფიარედაქტირება

  • თარგი:In lang Samuel l'Armenien, Roi des Bulgares. Bruxelles, Palais des academies, 1938, 63 p. Published also in: Etudes Armeno-Byzantines. Calouste Gulbenkian Foundation. Distributor: Livraria Bertrand. Lisbonne, 1965.
  • Histoire d'Arménie, les origines du X-e siècle au vie (av. J.C.). Préf. de René Grousset. Paris, 1946.
  • Armenia in the Period of Justinian: the Political Conditions Based on the Naxarar System. Translated with partial revisions, a bibliographical note, and appendices by Nina G. Garsoïan. Lisbon, 1970.
  • თარგი:In lang Denys de Thrace et les commentateurs arméniens. Lisbon, 1970.
  • Mashtots and his Students According to Foreign Sources. 1925.
  • Towards the Solution to the Armenian Question. London, 1920.

სქოლიორედაქტირება

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 2.2 სომხური საბჭოთა ენციკლოპედია / Վ. Համբարձումյան, Կ. Խուդավերդյան — 1974. — ტ. 1. — გვ. 76.
  3. Адонц Николай Георгиевич // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  4. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  5. AlKindi
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 6.5 6.6 6.7 Yuzbashyan, Karen. Ադոնց, Նիկողայոս Գևորգի (Adonts, Nikoghayos Gevorki). Armenian Soviet Encyclopedia. Yerevan: Armenian Academy of Sciences, 1974, vol. 1, p. 77.
  7. 7.0 7.1 7.2 Yuzbashyan, Karen. "Նիկողայոս Ադոնցի գիտական ժառանգությունը" ("The Intellectual Legacy of Nikoghayos Adonts"). Patma-Banasirakan Handes, № 4 (19), 1962, pp. 115-128.
  8. 8.0 8.1 8.2 Diloyan, Valter. «Ադոնց, Նիկողայոս» (Adontz, Nikoghayos). Encyclopedia of the Armenian Question. Yerevan: Yerevan State University Press, 1996, p. 10.

ლიტერატურარედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება