ორბელები

ქართული ფეოდალური საგვარეულო XII-XIII საუკუნეებში.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ორბელი.

ორბელებიაღმოსავლეთ საქართველოს დიდი ფეოდალური საგვარეულო XII-XIII საუკუნეებში. ორბელთა საგვარეულო ორბეთის ციხეს ფლობდა, და სწორედ აქედან მომდინარეობს მათი გვარის სახელწოდებაც.

საისტორიო წყაროებში ამ საგვარეულოდან პირველად მოხსენიებულია ივანე ორბელი (1110 წლის ამბებთან დაკავშირებით). განსაკუთრებით დაწინაურდნენ ორბელები დემეტრე I-ისა და დავით დემეტრეს ძის მეფობაში, როდესაც მათმა გვარმა მემკვიდრეობით მიიღო ამირსპასალარის სახელი, ხოლო საგამგეო ქვეყნად — ლორე.

ორბელების სახლის მეთაური ივანე სუმბატის ძე ორბელი ერთდროულად დაეუფლა ამირსპასალარისა და მანდატურთუხუცესის სახელს, და გიორგი III-ის დროს ანისის გამგებელიც იყო, ხოლო მისი ძმა ლიპარიტ ორბელი ჯერ ამილახორი და შემდეგ ქართლის ერისთავი გახდა. ამასაც არ დასჯერდნენ და გიორგი III-ის ნაცვლად ივანე ორბელის სიძის დემნა უფლისწულის გამეფებით სურდათ სამეფო კარზე და მთელს სამეფოში თავიანთი უპირველესი მდგომარეობის საბოლოოდ განმტკიცება (იხილეთ ორბელთა აჯანყება 1177-1178).

ორბელების შეთქმულება დამარცხდა და ისინი სასტიკად დაისაჯნენ. მათი მამული და საგვარეულო პატივი მეფის ერთგულ დიდებულებს ებოძათ. ფიზიკურ სასჯელს გადაურჩნენ მხოლოდ აზერბაიჯანის ათაბაგთან დახმარებისათვის გაგზავნილი ლიპარიტ სუმბატის ძე და მისი ძენი, რომელთაგან ივანე თამარის მეფობაში ფიცით დააბრუნეს საქართველოში, მაგრამ მამისეული ქონებიდან მხოლოდ ორბეთი დაუბრუნეს. თამარის დროსვე დააბრუნეს საქართველოში ლიპარიტის შვილიშვილი ლიპარიტ ელიგუმის ძე ორბელი, რომელსაც საგამგეოდ სივნიეთი (სომხ. Սյունիք)) უბოძეს. ორბელების ამ შტომ, რომელიც გასომხდა, რადგან სომხურ ენობრივ გარემოცვასა და სარწმუნოებაში მოექცა, შესძლო თავისი სახლისათვის კანონიერი მამულიც დაებრუნებინა და ძველი საგვარეულო პატივიც აღედგინა.

გენეალოგიური ხე

რედაქტირება
ივანე ორბელი
მანდატურთუხუცესი
 
 
სუმბატ ორბელი
(სვიმონქმნილი)
მანდატურთუხუცესი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ლიპარიტ ორბელიივანე ორბელი
ამირსპასალარი,
მანდატურთუხუცესი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ელიგუმ ორბელისუმბატ ორბელიტარსაიჭ ორბელისუმბატი
 
 
ლიპარიტ ორბელი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება