ივანე სუმბატის ძე ორბელი
ივანე სუმბატის ძე ორბელი — XII საუკუნის სახელმწიფო მოღვაწე, მანდატურთუხუცესი და ამირსპასალარი გიორგი III-ის დროს.
ორბელი იყო დავით V-ის ძის დემნა (დემეტრე) უფლისწულის სიმამრი და სწორედ მისი გამეფების მიზნით მოაწყო დიდი აჯანყება გიორგი III-ის წინააღმდეგ. აჯანყების დამარცხების შემდეგ ორბელი შეიპყრეს, თვალები დასთხარეს და მოკლეს.
ლიტერატურა
რედაქტირება- მეტრეველი რ., შინაკლასობრივი ბრძოლა ფეოდალურ საქართველოში (XII ს.), თბ., 1973;
- საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 2, თბ., 1973;
- ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ. 2, თბ., 1965;
- მეტრეველი რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 554.