ელიგუმ ორბელი
ელიგუმ ლიპარიტის ძე ორბელი (გ. დაახლოებით 1195/1196) — XII საუკუნის II ნახევრის მოღვაწე, საქართველოდან გადახვეწილი ლიპარიტ ორბელის ძე.
სტეფანოს ორბელიანის ცნობით, მან ირანის ათაბაგისაგან სამამულოდ მიიღო ქალაქი ჰამიანი და 12 წლით დაინიშნა რეის, ისპაჰანისა და ყაზვინის ამირად. შემდეგ ელიგუმმა მამულები მიიღო ნახევაჭანში (ციხე ერენჯაკი, სოფელი ჭაჰუკი და ქალასრაჰი) და გამუსლიმანდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბერძენიშვილი ნ., ეპიზოდი ფეოდალურ საგვარეულოთა სამამულო ბრძოლიდან XIII საუკუნის საქართველოში, მის წგნ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, წგნ. 3, თბ., 1966;
- მეტრეველი რ., შინაკლასობრივი ბრძოლა ფეოდალურ საქართველოში (XII ს.), თბ., 1973;
- ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ. 2, თბ., 1965;
- ქსე, ტ. 7, გვ. 554, თბ., 1984