ლიპარიტ სუმბატის ძე ორბელი
(გადამისამართდა გვერდიდან ორბელი, ლიპარიტ სუმბატის ძე)
ლიპარიტ სუმბატის ძე ორბელი — XII საუკუნის ქართველი ფეოდალი, პოლიტიკური მოღვაწე, ჯერ ამილახორი, შემდეგ ქართლის ერისთავი გიორგი III-ის დროს. ამირსპასალარ ივანე ორბელის ძმა.
აქტიურად მონაწილეობდა დემნა (დემეტრე) უფლისწულის გასამეფებლად მოწყობილ დიდებულთა აჯანყებაში, რომელსაც ორბელები ედგნენ სათავეში. აჯანყებულებმა ორბელი თავისი შვილებით აზერბაიჯანში ათაბაგთან გაგზავნეს დახმარების სათხოვნელად. იგი ირანელთა დიდი ჯარით წამოვიდა, მაგრამ აჯანყებულები დახმარების მიღებამდე დამარცხდნენ.
ორბელი უკუიქცა. ამის შემდეგ სამშობლოში ვეღარ დაბრუნდა და ათაბაგის კარზე გარდაიცვალა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბერძენიშვილი ნ., ეპიზოდი ფეოდალურ საგვარეულოთა სამამულო ბრძოლიდან XIII საუკუნის საქართველოში, მის წგნ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, წგნ. 3, თბ., 1966;
- ბოგვერაძე ა., ქსე, ტ. 7, გვ. 555, თბ., 1984