ამილახორი, ამირახორი, ამილახვარი (არაბ. أمير „ამირ“ — უფროსი, არაბ. أﺧﻭر „ახურ“ — ბაგა; საჯინიბოს ამირა) — მეჯინიბეთ უხუცესი, გაერთიანებული ფეოდალური საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო აპარატის სამხედრო უწყების მოხელე - ამირსპასალარის თანაშემწე, სავაზიროს წევრი სათათბირო ხმით. მისი ხელქვეითი მოხელენი იყვნენ მეაბჯრეთუხუცესი და მეჯინიბეთუხუცესი.

ვიკიციტატა
„ამის ხელისა იყო ყოველნი მეჯინიბენი, შიკრიკნი, პაიბენი, ჯინიბნი, ჯუნენი, ჯოგნი, რემანი მეფისანი.“
(ვახუშტი ბატონიშვილი)

XV საუკუნეში მეფე გიორგიმ იოთამ ზედგენიძის შთამომავლებს მისი გადარჩენისათვის უბოძა „სპასპეტობას ქართლისას, მოურაობას გორისას, ციხეთა და მამულთა და მეფის კარის ამილახორობა“. მას შემდეგ სიტყვა „ამილახორი“ ნიშნავდა ქართლის სარდალს.

დარბაზობის დროს ამილახორი პატივით მეჭურჭლეთუხუცესთან და მსახურთუხუცესთან იყო გათანაბრებული. საქართველოს სამეფოს პოლიტიკური დაშლის (XVI ს.) შემდეგ ამილახორი ზემო ქართლის სადროშოს სარდალი და, როგორც წესი, გორის მოურავიც იყო. ამ თანამდებობისგან წარმოდგა თავადთა გვარი ამილახვარი.

ლიტერატურა

რედაქტირება