ივანე ორბელი
ივანე ორბელი — XII საუკუნის I ნახევრის ქართველი მოღვაწე, ქართულ წყაროებში მოხსენიებული პირველი ორბელი. ორბელმა სხვებთან ერთად მხედრული სიმარჯვითა და მოხერხებით 1110 თურქებს წაართვა მნიშვნელოვანი ციხე-ქალაქი სამშვილდე, რის შემდეგ თურქებმა უბრძოლველად დატოვეს ქვემო ქართლის დიდი ნაწილი.
სტეფანოს ორბელიანის ცნობით, 1128 ორბელისა და მისი შვილის სუმბატის სარდლობით ქართველებმა აიღეს ქ. ხუნანი.
ლიტერატურარედაქტირება
- ბოგვერაძე ა., ქსე, ტ. 7, გვ. 554, თბ., 1984