სუმბატ ორბელი

(გადამისამართდა გვერდიდან ორბელი, სუმბატ)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ორბელი.

სუმბატ ივანეს ძე ორბელიXII საუკუნის I ნახევრის ქართველი სახელმწიფო მოღვაწე, საქართველოს ამირსპასალარი. ივანე ორბელის ძე და ივანე ორბელის მამა.

სტეფანოს ორბელიანის ცნობით, სუმბატისა და მისი მამის ივანეს სარდლობით ქართველებმა 1128 წელს აიღეს ქალაქი ხუნანი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მაჰმადიანთა ხელში იყო. სიცოცხლის ბოლო წლები ბეთანიის მონასტერში გაატარა ბერ სიმონის სახელით (სუმბატ სჳმონქმნილი). სომეხი ისტორიკოსი ვარდანი სუმბატსა და მის ძეს ივანეს ბრალად სდებს გიორგი უფლისწულთან შეთანხმებით მეფე დავით V-ის მკვლელობას.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბოგვერაძე., ქსე, ტ. 7, გვ. 555, თბ., 1984