ლიპარიტ ორბელი
ლიპარიტ ელიგუმის ძე ორბელი — XIII საუკუნის I ნახევრის საქართველოს სახელმწიფო მოღვაწე. შთამომავალი იყო იმ ორბელებისა, რომლებიც გიორგი III-ის წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყების დამარცხების შემდეგ საქართველოდან გადაიხვეწნენ.
მამის სიკვდილის შემდეგ მცირეწლოვანი ლიპარიტი 10 წლით მძევლად იყო ნახჭევანში. 1206 წელს თამარ მეფის ნებით მხარგრძელებმა ჩამოიყვანეს საქართველოში. ლაშას მეფობაში ლიპარიტი დაადგინეს სივნიეთის ერისთავად და იგი მხარგრძელთა სახლის ყმად იქცა. მართალია, სტეფანოს ორბელიანის ცნობით, ორბელის წინაპართა ქონებიდან არაფერი დაუბრუნეს, მაგრამ სანაცვლოდ მრავალი სოფელი და ციხე მისცეს საქართველოს სახელმწიფოში შემავალ სომხეთის ტერიტორიაზე. გარდაიცვალა მონღოლების შემოსევის წინ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბერძენიშვილი ნ., ეპიზოდი ფეოდალურ საგვარეულოთა სამამულო ბრძოლიდან XIII საუკუნის საქართველოში, მის წგნ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, წგნ. 3, თბ., 1966;
- ბოგვერაძე., ქსე, ტ. 7, გვ. 555, თბ., 1984