სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მხარგრძელი.

მხარგრძელები — დიდებულ ფეოდალთა საგვარეულო XII—XIV საუკუნეების საქართველოში. მათი აღზევება დაიწყო გიორგი III-ის კარზე დემნა უფლისწულის ამბოხების (1177) შემდეგ. განსაკუთრებით გაძლიერდნენ მხარგრძელები თამარის და მისი მემკვიდრეების ლაშა გიორგისა და რუსუდანის დროს. სამეფო კარზე არსებული 6 უხუცეს-ვეზირის „ჴელიდან“ — ამირსპასალარისა, მანდატურთუხუცესისა, ათაბაგისა და მსახურთუხუცესისა — მხარგრძელებსა და მათ საგვარეულო განშტოებათა წარმომადგენლებს ეპყრათ.

საგვარეულო ისტორია

რედაქტირება

წყაროები

რედაქტირება

მხარგრძელები XII საუკუნის საქართველოს სამეფოს „დარბაზის რიგის“ მოხელეები იყვნენ. მათ დიდი როლი შეასრულეს XII საუკუნის მიწურულისა და XIII საუკუნის პირველი ნახევრის საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკურ ცხოვრებაში. მათ შესახებ ცნობებით საკმაოდ მდიდარია ფეოდალური ხანის ქართული და სომხური ისტორიოგრაფია.

მხარგრძელთა შესახებ ქართულ ნარატიულ წყაროებში მოიაზრება:

  • „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“
  • „ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი“
  • „ჟამთააღმწერელის თხზულება“

ქართული ნარატიული წყაროები, თამარის ისტორიკოსების, ლაშა გიორგის მემატიანისა და ჟამთააღმწერელის თხზულებანი უხვ მასალებს გვაწვდიან მხარგრძელთა ვინაობისა და მათი საგვარეულოს ისტორიის შესახებ. მათი მონაცემების მიხედვით თითქმის ზედმიწევნით შეიძლება წარმოვიდგინოთ საქართველოს სამეფო კარზე მხარგრძელთა დაწინაურები დრო და პირობები, ამ საგვარეულოს როლი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, მხარგრძელთა ისტორია ჩამოყალიბებიდან გაქრობამდე. მაგრამ ქართული ნარატიული წყაროები მაინც არ არის უნაკლო და ერთადერთი. რა თქმაუნდა არსებობს ასევე XII-XIII საუკუნეების ქართული დოკუმენტური და ეპიგრაფიკული მასალები, მაგრამ ისინი ძალზე მცირეა და დიდი ინფორმაციას არ იძლევიან.

ქართული წყაროების შესავსებად რაღა თქმა უნდა გამოიყენება ჩევნი მეზობელი ქვეყნის — სომხეთის ისტორიოგრაფიაში არსებული მასალები.

მხარგრძელთა შესახებ სომხურ ნარატიულ წყაროებში მოიაზრება:

  • კირაკოს განძაკეცის „ისტორია“
  • ვარდან დიდის (აღმოსავლელის) „მსოფლიო ისტორია“
  • სტეფანოს ორბელიანის თხზულება
  • ზაქარია კანაკერცის „ქრონიკა“

მხარგრძელებზე ასევე დიდ ინფორმაციას იძლევა მდიდარი სომხური ეპიგრაფიკული მასალა. აღსანიშნავია, რომ სომხური წარწერები, მათი მონაცემების თავმოყრა და გამოყენება, ასევე იყო სომეხ ისტორიკოსთა ზრუნვის საგანი. X საუკუნიდან მოკიდებული, სომეხი ისტორიკოსები მოვსეს კალანკატვაცი, სტეფანოს ორბელიანი, კირაკოს განძაკეცი, ზაქარია კანაკერცი, სიმეონ ერევანცი და სხვები თავიანთ შრომებში იყენებდნენ ლაპიდარულ წარწერებს, იმოწმებდნენ და თავს უყრიდნენ მათ. სომხური ეპიგრაფიკის მიხედვით შესაძლებელია ზუსტად აღვადგინოთ არამარტო მხარგრძელთა გენეალოგია არამედ მათი დანიწანურების ეტაპებიც.

ზემოთმოყვანილი წყაროების გარდა, გამოიყენება არანაკლებ მნიშვნელოვანი დოკუმენტური მასალები, როგორიცაა: მხარგრძელების წერილები, მინაწერები თუ ხელრთვები და სხვა. ამ სახის მასალათა შორის აღსანიშნავია მხარგრძელების ხელრთვები ქართულ დოკუმენტებზე, რუსუდან მეფისა და ივანე მხარგრძელის წერილები რომის პაპისადმი, რომის პაპის ჰონორიუს III პასუხი „სახელოვან ივანეს, საქართველოს მხედართმთავარს“ და ზოგი სხვაც. მაგრამ უნდა აღინიშნოს რომ ქართული დოკუმენტური მასალა კერძოდ მხარგრძელებზე ერთობ მცირეა.

მხარგრძელთა შესახებ ზოგი საინტერესო მასალა მოეპოვება უცხო ავტორებსაც. მათგან აქ შეიძლება მოვიხსენიოთ გუილიომ რუბრუკვისის „მოგზაურობაში“ დაცული ცნობა მისი შეხვედრის შესახებ „ძლიერ ქართველ“ ფეოდალთან შანშე მხარგრძელთან და მის შვილ ზაქარიასთან. რუბრუკვისს საინტერესო ცნობა მოეპოვება მხარგრძელთა სომხეთში დამკვიდრებისა და მათი მდგომარეობის შესახებ მონღოლთა ბატონობის დროს.

უცხო ავტორთა შორის ყურადღებას იქცევს აგრეთვე ან-ნასევის ცნობები „ჯალალედინის ცხოვრების აღწერასთან“ დაკავშირებით, „ბაჰრამ ქართველის“, „ავაგ ივანეს ძე ქართველის“ და სხვათა შესახებ.

ისტორიოგრაფია

რედაქტირება

მხარგრძელები მსხვილი მემამულეები იყვნენ. მათ მამულს შეადგენდა ქვემო ქართლისა და სამხრეთ-აღმოსავლეთი საქართველოს ნაწილი (ლორე-ტაშირი, გაგი, თმოგვი, კაენი, შამქორი), აგრეთვე შემოერთებული სომხეთის თემების მნიშვნელოვანი ნაწილი (ანისი, დვინი, ბიჯნისი, გელაქუნი, ტავუში, ტერუნაკანი, ერგევანქი, მაწნაბერდი, ნორბერდი, ანბერდი, გეტაბაკქი, ჩარექი, ქარჰერძი და სხვა). აქედან მხარგრძელების უფროს შტოს (ზაქარიას სახლს) ეკუთვნოდა: ქართლში — ლორე-ტაშირი, სომხეთში შირაკი, აირარატი, სივნიეთი, არცახი, უტიქი, გელაქუნი; უმცროს შტოს (ივანეს სახლს) — ქვემო ქართლის ნაწილი, სომხეთში ვასპურაკანის ნაწილი (დვინის მხარე); გაგელ-მხარგრძელები ფლობდნენ: ქვემო ქართლში გაგის მხარეს, შამქორს (განძამდე) და მათ მიმდებარე სომხეთის მიწებს; თმოგველ-მხარგრძელები — ჯავახეთში თმოგვის მხარეს. ივანეს სახლის მამულის ნაწილს XIII საუკუნის შუა წლებში, ავაგის გარდაცვალების (1250) შემდეგ, დაეუფლა შანშეს სახლი, რადგანაც ავაგს ვაჟი არ დარჩა.

გარდა სამემკვიდრეო მამულებისა, მხარგრძელებს ჰქონდათ აგრეთვე მეფის მიერ საკარგავად (ე. ი. სამსახურის პირობით, პირად მფლობელობაში) მიცემული მიწები, მაგ. ზაქარიას თამარ მეფემ საკარგავად უბოძა სახელმწიფო ქალაქი რუსთავი.

მხარგრძელებთა საგვარეულო მონასტრები იყო ახპატი (პღნძჰანქი), სანაინი, ქობერი, ჰნევანქი, კოში და სხვა.

ქართულ ისტოგრაფიაში გამოთქმული მოსაზრება (ნიკოლოზ ბერძენიშვილი), რომ შემოერთებულ სომხურ თემებს მხარგრძელები განაგებდნენ როგორც ერისთავთერისთავები, წყაროებით არ დასტურდება. ასე არ დასტურდება სომხურ ისტოგრაფიაში გამოთქმული მოსაზრება რომ თითქოს XII—XIII საუკუნეების მიჯნაზე ისტორიულ სომხეთის ჩრდილოეთ და ცენტრალურ რაიონებში საქართველოს მფარველობის ქვეშ ჩამოყალიბდა ვასალური სომხეთის ავტონომიური სახელმწიფო, რომლის მთავრები იყვნენ ზაქარიდები [ლ. ბაბაიანი, ჰ. არუთინიანი, ჰ. სამველიანი, ლეო (ა. ბაბახანიანი) და სხვები], რომ „მხარგრძელე“ იყო მხოლოდ თამარის ამირსპასალარის — სარგისის ზედწოდება და არა გვარი და რომ ამ საგვერეულოს ეწოდება არა მხარგრძელები, არამედ — „ზაქარიდები“ (ა. შაჰნაზარიანი, ს. ერემიანი და სხვები). არ არის აგრეთვე მართებული ამ გვარსახელის თარგმნა რუსულად, ან სომხურად (რუს. დოლგორუკი, სომხ. ერკაჲნაბაზუკი). მხარგრძელები გვარი იყო და ასე იწოდებოდა ამ საგვარეულოს ყველა წარმომადგენელი (მოყოლებული ზაქარია ამირსპასალარის პაპიდან — ზაქარია I) XII—XIV საუკუნეებში როგორც ქართული, ისე სომხურ წყაროებში[1].

წარმომავლობა და მოსაზრებები

რედაქტირება

ქართველები

რედაქტირება

XII საუკუნის ბოლოდან მხარგრძელები გვარით (მხარგრძელი), ენით, კულტურით, დამწერლობით, სარწმუნოებით ქართველები არიან. მათი წინაპრები კი ქართველები და ამიერკავკასიის მკვიდრნი არ ყოფილან.

XIII საუკუნეში (ე. ი. მხარგრძელთა თანამედროვე) სომეხი ისტორიკოსების კირაკოს განძაკეცისა და ვარდანის ცნობით, მხარგრძელთა წინაპრები ეროვნებით ქურთები იყვნენ. XIII საუკუნის ქართული წყაროები კი (თამარის ისტორიკოსები) მათ მიიჩნევდნენ ძველი ირანის მეფის არტაქსერქსე I მხარგრძელის (აქემენიდი) შთამომავლებად. ეს უკანასკნელი თვალსაზრისი გამოხატავს შუა საუკუნეებში ავტორების ჩვეულებრივ ტენდენციას. — უცხოურ დინასტიებს დაუკავშირონ მეფეებისა და დიდ ფეოდალურ საგვარეულოთა წარმომავლობა. XVII საუკუნის სომეხი ისტორიკოსის ზაქარია ქანაქერცის (სარკავაგი) აზრით, მხარგრძელები იყვნენ ბაბილონის ქვეყნიდან. ეს მოსაზრება, როგორც ჩანს ემყარება კირაკოს განძაკეცის ცნობას, რომლის მიხედვით მხარგრძელებთა წინაპრები ქურთები „ბაბირაკან ხელიდან“ (ე. ი. ბაბილონის ქვეყნიდან).

ქართველ, სომეხ და უცხოელ მკვლევართა დიდი ნაწილი იზიარებს კირაკოსისა და და ვარდანის ცნობას მხარგრძელებთა ქურთული წარმომავლობის შესახებ (მ. ბროსე, ი. ჯავახიშვილი, ს. ჯანაშია, ა. ერიცოვი, ე. ლალაიანი, რ. აჭარიანი, ჰ. მანანდიანი, ი. ორბელი, ვ. ალენი, ვ. მინორსკი და სხვები). არ ჩანს მართებული ზოგიერთი მკვლევრის თვალსაზრისი, მხარგრძელებთა წინაპრების ქართული წარმომავლობისა და „ქურთ-ის“ ქართველად გააზრების შესახებ (ს. კაკაბაძე, ი. ცინცაძე, ა. ბაქრაძე); არც თორელთა საგვარეულოსთან (ს. კაკაბაძე), ორბელიანებთან (მ. ორმანიანი), ან ბაგრატიონებთან (კარაპეტ ეპისკოპოსი — ტერ-მკრტიჩიანი) მათი დაკავშირების ცდა. ასე არ არის დასაბუთებული მოსაზრება მხარგრძელებთა არშაკიდებ-ფალავუნეებისაგან წარმომავლობის შესახებ (კ. თუმანოვი).

თავიანთი პირველსაცხოვრისიდან (ბაბილონის ქვეყნიდან) მხარგრძელებთა წინაპრები XI საუკუნის 50-60-იან წლებში გადასახლებულან ძორაგეტის სომხეთის სამეფოში (ქვემო ქართლში). გადასახლების მიზეზი, ზაქარია სარკავაგისა და იოანე ბაგრატიონის ცნობით, ყოფილა მათი გაქრისტიანება და ამ ნიადაგზე სარწმუნეობრივი დევნა. საქართველოში მხარგრძელები აღმოჩნდნენ ტაშირ-ძორაგეტის სომხეთის სამეფოს საბოლოო გაუქმების შემდეგ (დავით აღმაშენებლის დროს, XII საუკუნეში).

ქართულ და სომხურ წყაროებში მოხენიებულ მხარგრძელებთა შორის პირველია ხოსრო, მისი შვილები იყვნენ ავაგ-სარგისი და ქარიმი; ავაგ-სარგისის შვილი იყო ზაქარია I, თამარის ამირსპასალარის — სარგისის მამა. XII საუკუნის ბოლოს მხარგრძელებს გამოეყო 2 საგვარეულო განშტოება: გაგელები და თმოგველები.

მხარგრძელებთა ძირითადი შტოც ორად გაიყო: სარგის ამირსპასალარის ვაჟების ზაქარიასა (თამარის ამირსპასალარი) და ივანე ათაბაგის სახლებად.

სომეხი ისტორიკოსები კირაკოს განძაკეცი და ვარდან არეველცი, რომელებიც თავისთავად საკუთარი მასწავლებლის იოანე თავუშეცის უცნობ ნაშრომებს ეყრდნობიან, მხარგრძელებს ქურთული წარმოშობის ფეოდალებს უწოდებენ. ამ ვერსიას მხარს უჭერს ვ. მინორსკიც[2]. რ. ტომსონიც აღნიშნავს ძმების ქურთულ წარმომავლობას[3]. ნ. გორსოიანი მათ „გაქრისტიანებულ ქურთებს“ უწოდებს, თუმცა, ამავდროულად, ნ. გორსოიანის თანახმად, მხარგრძელების მიერ შემორჩენილი მრავალი წარწერები ეჭვს არ ბადებს, რომ ისინი საკუთარ თავს სომხებად აღიქვამდნენ[4].

1912 წელს სარგის კაკაბაძე თავის ნაშრომში მხარგრძელებს ტომით ქურთებად და სარწმუნოებით სომხებად მოიაზრებს:

სომეხი დიდგვარიან არისტოკრატიის დაწინაურებით ის (თამარი) ცდილობდა ქართველ დიდებულთა დაშოშმინებას და ამავე დროს თავისი ტახტის საქმის მოგებას. უპირველესი ადგილები საქართველოს სამეფოში მიეცა აჯანყების შემდეგ სომეხ დიდგვარიან დიდებულთ, მაგალითად, მხარგრძელთ და გაგელთ; ყველამ იცის, რომ საქართველოს სამეფოს ბედს თამარის დროს და შემდეგაც განაგებდნენ მხარგრძელნი — ტომით, მართალია ქურთნი, მაგრამ უკვე კარგა ხანია გასომხებულნი და სარწმუნოებითაც სომეხ-გრიგორიანნი[5].

და კიდევ

ათაბაგი გახდა უპირველესი ვაზირი მეფისა, ფაქტობრივი გამგებელი სამეფოსი. ამ ახალ ფრიად დიდმნიშვნელოვან თანამდებობაზე თამარმა დანიშნა არა ქართველი დიდებული — ქართველ დიდებულთა წრეებს ის ვერ მიანდობდა ასეთ სახელმწიფოებრივ და ეროვნული მნიშვნელობის თანამდებობას — არამედ ივანე მხარგრძელი — შთამომავლობით სომეხი[6].

აღნიშნული მოსაზრება გაკრიტიკებული იქნა ივანე ჯავახიშვილის მიერ[7].

თავად მხარგრძელების თანახმად ისინი რეგიონის სომეხი მმართველებისგან წარმოიშვნენ. ერთ-ერთი წარწერის თანახმად, ისინი საკუთარ თავს ბაგრატიდების შთამომავლებს უწოდებენ, სხვა წარწერაზე კი ისინი არწრუნებს უთითებენ, რომლებიც ვასპურაკანის მმართველები იყვნენ[8].

კონფესიას

რედაქტირება

კონფესიურად მხარგრძელები თავდაპირველად მონოფიზიტობის აღმსარებლები იყვნენ (როგორც ჩანს, მათი ტაშირ-ძორაგეტში დამკვიდრების შედეგად), ხოლო შემდეგ მიიღეს დიოფიზიტობა (გაგელ-მხარგრძელები და თმოგველ-მხარგრძელები თავიდანვე დიოფიზიტები იყვნენ). ივანე მხარგრძელმა XII საუკუნის ბოლოს მიიღო დიოფიზიტობა, ხოლო ზაქარიას სახლში ზაქარია იყო მონოფიზიტობის უკანასკნელი აღმსარებელი; მისი შთამომავლობა დიოფიზიტობას აღიარებდა.

მხარგრძელებთა სახლი სამამულე და სამოხელეო ნიადაგზე მეტოქეობას უწევდა სამხრეთ საქართველოს სხვა ფეოდალურ სახლებს: ორბელიანებს, თორელებს, ჯაყელებს, მანკაბერდელებს. გიორგი III-ის დროს, დემნა უფლისწულის აჯანყების შემდეგ, ორბელიანები დაისაჯნენ და მხარგრძელები დაეუფლნენ როგორც მათ მამულს, ისე სახელებს (ამირსპასალარობა,მანდატურთუხუცესობა). XIII საუკუნეში ამნისტირების შემდეგ, ორბელებმა ნაწილობრივ და დროებით აღიდგინეს თავიანთი მდგომარეობა და შეავიწროვეს მხარგრძელები საბოლოოდ ამ მეტოქეობაში გაიმარჯვა ჯაყელთა სახლმა, რომელმაც განდევნა სამხრეთ საქართველოდან მხარგრძელები (მათი განშტოება — თმოგველებიც), თორელები (მათი განშტოება ახალციხელებიც), ორბელები, მანკაბერდელები და შექმნა აქ თავისი დიდი სამთავრო — სამცხე-საათაბაგო. XIV საუკუნის შემდეგ მხარგრძელები წყაროებში აღარ იხსენიებიან.

გენეალოგიური ხე

რედაქტირება

მხარგრძელთა გენეალოგია[9]

ხოსრო
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ავაგ-სარგისიქარიმი
 
 
ზაქარია I
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
სარგისი + 1187
ამირა, ამირსპასალარი
ვარამი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ზაქარია +1212
ამირსპასალარი,
მანდატურთუხუცესი
ნანე
(ინანა)
დოპი
(შუშანი)
თამთაივანე +1227
მსახურთუხუცესი,
ამირსპასალარი, ათაბაგი
ზაქარია
გაგელი
სარგის
თმოგველი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
შანშე (შაჰანშა) +1262
მანდატურთუხუცესი
თამთაავაგ-სარგისი +1250
ამირსპასალარი, ათაბაგი
ვარამ გაგელი,
მსახურთუხუცესი
თაყაიდინ თმოგველი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
არტაშირიზაქარია +1262
ამირსპასალარი
ავაგ-სარგისი +1268
მანდატურთუხუცესი, ამირსპასალარი
ივანე
მანდატურთუხუცესი
მხარგრძელი
ამირსპასალარი
აღბუღაბერი
გიორგი
 
 
აღბუღასარგის
თმოგველი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
დავითიშანშე
ამირსპასალარი
ათაბაგი
ვარამ
ათაბაგი
არტაშირიაღბუღაზაზახოშაქივარამიზაქარიაივანე
 
 
 
 
 
 
 
ზაქარია
ათაბაგი
შაჰანშა
ათაბაგი
ზაქარია

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მესხია შ., საშინაო პოლიტიკური ვითარება და სამოხელეო წყობა XII საუკუნის საქართველოში, თბ., 1979;
  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ. 2-3, თბ., 1965—1966;
  • Джанашия С. Н., Об одном примере искажения исторической правды…, Тб., 1947;
  1. ნ. შოშიაშვილი, ქსე, ტ.7, გვ. 270
  2. Minorsky Vladimir. Studies in Caucasian History. — London: Taylor's Foreign Press, 1953.
  3. Rewriting Caucasian history : the medieval Armenian adaptation of the Georgian Chronicles : the original Georgian texts and the Armenian adaptation / Transl., Introd. and Comm. R. W. Thomson. — Oxford: Clarendon Press, 1996. — ISBN 0-19-826373-2.
  4. Garsoian N.G. Armenia: History of // Dictionary of the Middle Ages / Joseph Strayer. — 1982. — Vol. 1.
  5. ს. კაკაბაძე, „თამარ მეფე“, გვ. 10
  6. ს. კაკაბაძე, „თამარ მეფე“, გვ. 13
  7. ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, II, გვ. 291
  8. Eastmond, Antony, "Tamta's Origins: TheWorld of the Mqargrdzelis", Tamta's World (Cambridge: Cambridge University Press), ISBN 978-1-316-71177-4
  9. შოთა მესხია, „საშინაო პოლიტიკური ვითარება და სამოხელეო წყობა XII საუკუნის საქართველოში“, თბ., 1979, გვ. 318