შამქორი
შამქორი (აზერ. Şəmkir) — ქალაქი აზერბაიჯანში, შამქორის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. განლაგებულია მცირე კავკასიონის ჩრდილოეთ მთისწინეთში, მდინარე ჯაგირჩაის ნაპირებზე, თბილისი—ევლახის საავტომობილო გზაზე, სარკინიგზო სადგურ დალარიდან 4 კმ-ში. შამქორი VII საუკუნის შუა წლებში ხელთ იგდეს არაბებმა. მოგვიანებით განეკუთვნებოდა შედადიანთა დინასტიის განჯის ამირებს. 1235 წელს გაანადგურეს მონღოლებმა. XVI-XVII საუკუნეებში ხელთ ეპყრათ ყიზილბაშ მმართველებს. 1803 წელს შეუერთდა რუსეთს. შამქორის სიახლოვეს ოდესღაც არსებობდა შამქორის კოშკი ან მინარეთი.[1] შამქორის ძველი სახელწოდებაა შამქური და შამჯირი.[2]
ქალაქი | |
---|---|
შამქორი აზერ. Şəmkir | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
კოორდინატები | 40°49′47″ ჩ. გ. 46°01′08″ ა. გ. / 40.82972° ჩ. გ. 46.01889° ა. გ. |
პირველი ხსენება | V საუკუნე |
ცენტრის სიმაღლე | 450±1 მ |
ოფიციალური ენა | აზერბაიჯანული ენა |
მოსახლეობა | 67,7 კაცი (2012) |
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 |
სატელეფონო კოდი | +994 2230 |
საფოსტო ინდექსი | AZ 5700 |
ოფიციალური საიტი | http://www.shamkir-ih.gov.az/ |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Археология Шамкира // Шамкирская башня (минарет). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-23. ციტირების თარიღი: 2013-05-23.
- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 681.