სარგის მხარგრძელი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მხარგრძელი.

სარგის მხარგრძელი (გ. 1187) — საქართველოს დიდებული XII საუკუნის II ნახევარში. ამირსპასალარ ზაქარია II-ისა და ათაბაგ ივანეს I-ის მამა. ქვემო ქართლის ერთ-ერთი მემამულე.

დაწინაურდა გიორგი III-ის კარზე. 1161 გიორგი III-მ ანისის გამგებლად დანიშნა ივანე სუმბატის ძე ორბელი "თანაშემწეობითა სარგის მხარგრძელისათა". ამ პერიოდში მხარგრძელი დიდებულ აზნაურად იხსენიება.

დაახლოებით 1162 მხარგრძელს გიორგი III-მ ანისის ამირობა უბოძა. 1164/1165 მეფე გიორგი III იძულებული გახდა ანისი ისევ ადრინდელ მფლობელებისათვის დაეთმო. შემდეგ, როდესაც მეფემ კვლავ შემოიერთა ანისი მცირე ხნით (1173/1174-1178), შესაძლოა, მის ამირად ისევ მხარგრძელი დაინიშნა. ანისის გამგებლობასთან დაკავშირებით მხარგრძელს მიუღია შაჰანშას ტიტული, რომლითაც ის მოხსენებულია ანისის ერთ უთარიღო სომხურ წარწერაში. 1177 მხარგრძელი მონაწილეობდა ივანე ორბელის აჯანყებაში მეფის წინააღმდეგ, მაგრამ უღალატა მას და გადავიდა გიორგი III-ის მხარეზე. მეფემ აპატია დანაშაული, დააწინაურა, უწყალობა ორბელთა მამულის დიდი ნაწილი (ნაწილობრივ საგამგებლოდ, ნაწილობრივ სამამულედ). 1184/1185, თამარის კარზე ამირსპარსალარ-მანდატურთუხუცესის ყუბასარის გადაყენების შემდეგ, მხარგრძელს გადაეცა სახელოები. გარდა ამისა, თამარმა მას გადასცა "ლორე, სათავადო და სამთავრო სომხითსა შინა".

ვიკიციტატა
„დააშოშმინა რა ყუთლუს მიერ აღძრული მოძრაობა, თამარმა ამირსპასალარად დანიშნა სარგის მხარგრძელი, ჩამომავლობით კაცი გვარიანი და აღზრდილი ლაშქრობათა შინა და ჭაბუკობათა (საგმირო საქმეებში გაწვრთნილიყო) და უბოძა ლორე სათავადო და სამთავრო. პატივი მიანიჭა მის შვილებსაც ზაქარიას და იოანეს (ამათგან ზაქარია იყო სჯულით სომეხი, ხოლო იოანე მართლმადიდებელი)[1].“

სარგისის გარდაცვალების შემდეგ ლორე მხარგრძელთა მფლობელობაში დარჩა.

გენეალოგიური ხე

რედაქტირება

მხარგრძელთა გენეალოგია[2]

ხოსრო
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ავაგ-სარგისიქარიმი
 
 
ზაქარია I
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
სარგისი + 1187
ამირა, ამირსპასალარი
ვარამი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ზაქარია +1212
ამირსპასალარი,
მანდატურთუხუცესი
ნანე
(ინანა)
დოპი
(შუშანი)
თამთაივანე +1227
მსახურთუხუცესი,
ამირსპასალარი, ათაბაგი
ზაქარია
გაგელი
სარგის
თმოგველი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
შანშე (შაჰანშა) +1262
მანდატურთუხუცესი
თამთაავაგ-სარგისი +1250
ამირსპასალარი, ათაბაგი
ვარამ გაგელი,
მსახურთუხუცესი
თაყაიდინ თმოგველი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
არტაშირიზაქარია +1262
ამირსპასალარი
ავაგ-სარგისი +1268
მანდატურთუხუცესი, ამირსპასალარი
ივანე
მანდატურთუხუცესი
მხარგრძელი
ამირსპასალარი
აღბუღაბერი
გიორგი
 
 
აღბუღასარგის
თმოგველი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
დავითიშანშე
ამირსპასალარი
ათაბაგი
ვარამ
ათაბაგი
არტაშირიაღბუღაზაზახოშაქივარამიზაქარიაივანე
 
 
 
 
 
 
 
ზაქარია
ათაბაგი
შაჰანშა
ათაბაგი
ზაქარია

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შოშიაშვილი ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 271.
  • მესხია შ., საშინაო პოლიტიკური ვითარება და სამოხელეო წყობა XII საუკუნის საქართველოში, თბ., 1979;
  1. მ. ჯანაშვილი, „თამარ მეფე“, ტფ. 1917, გვ. 18
  2. შოთა მესხია, „საშინაო პოლიტიკური ვითარება და სამოხელეო წყობა XII საუკუნის საქართველოში“, თბ., 1979, გვ. 318