ლიპარიტი
ლიპარიტი (იტალ. Lipari; — ტირენიის ზღვაში, სიცილიის ჩრდილოეთით არსებული ლიპარის კუნძულების სახელის მიხედვით, სადაც პირველად აღმოაჩინეს) — კაინოტიპური ეფუზიური ქანი. ლეიკოგრანიტის ვულკანური ანალოგი. ქიმიური შედგენილობით შეესაბამება გრანიტს. ჩვეულებრივ ძალიან მდიდარია მინით, ხშირად აქვს პორფირისებური ჩანაწინწკლები. საზღვარგარეთ ამავე გაგებით იხმარება ტერმინი რიოლითი. ლიპარიტი გვხვდება ლავური ნაკადების, ვულკანური გუმბათების, ფერფლის დანაგროვებისა და იგნიმბრიტების სახით. ახასიათებს პორფირული სტრუქტურა. გავრცელებულია მსოფლიოს ყველა ვულკანურ მხარეში. ლიპარიტი იხმარება გზების მოსაკირწყლავად და სამშენებლო საქმეში. აგრეთვე გამოიყენება ღორღის წარმოებისთვის.
ლიპარიტი | |
---|---|
ცნობები | |
ტიპი | მაგმური |
გამოიყენება | გზების მოსაკირწყლავად და სამშენებლო საქმეში |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ლიპარიტი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
- ლიპარიტი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)