ქორეპისკოპოსი (ბერძ. χώρα „ხორა“ — ქვეყანა; επίσκοπος „ეპისკოპოს“ — მეთვალყურე, ეპისკოპოსი) — საეკლესიო ადმინისტრაციაში — ქალაქის ეპისკოპოსის ხელქვეითი თანამდებობა. საქართველოში კათოლიკოსის თანაშემწე, აგრეთვე მთავარეპისკოპოსის თანაშემწე, უმრევლო (უეპარქიო) ეპისკოპოსი. ჩანს უძველეს საეკლესიო მსოფლიო და ადგილობრივი კრებების დადგენილებებში.

სავარაუდოა, რომ საქართველოში ქორეპისკოპოსის ინსტიტუტი წარმოიქმნა იმ პერიოდში, როდესაც ქართლის საეკლესიო ორგანიზაციამ დასრულებული და ჩამოყალიბებული სახე მიიღო. თავდაპირველად იგი, ისევე როგორც ბიზანტიაში, სოფლის სამრევლო ეკლესიებს ხელმძღვანელობდა. ქორეპისკოპოსის თანამდებობა კარგად შეეწყო საქართველოს ეკლესიის იერარქიულ სტრუქტურას და ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის მანძილზე იარსება.

საქართველოში, აგრეთვე მეზობელ სომხეთში, ქორეპისკოპოსის სასულიერო ტიტულმა ერთგვარი ევოლუცია და ტრანსფორმაცია განიცადა. კახეთის მთავრები ქორეპისკოპოსებად იწოდებოდნენ VIII-X ს.ს.[1].

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს ისტორია, ტ. I, თბ., 2008
  1. საქართველოს ისტორია, ტ. I, თბ., 2008 წ. გვ. 193-194