რუისის საეპისკოპოსო
რუისის საეპისკოპოსო — ქართლის ერთ-ერთი უძველესი საეპისკოპოსო კათედრა. რუისის ეპისკოპოსი ანუ მროველი მონაწილეობდა 506 წელს დვინის საეკლესიო კრებაზე. ეპისტოლეთა წიგნში იგი მოხსენიებულია როგორც „მარუელი“. რუისის საეპისკოპოშო შედიოდა რუისის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე შიდა ქართლის სოფლები ლიხ-ტაშისკარამდე. აწყურის საეპისკოპოსოს გაუქმების შემდეგ (XVII საუკუნე) ხეობისა და სადგერის სოფლებიც მროველს დაექვემდებარა. 1715 წელს რუისის სამწყსოში შედიოდა 84 სოფლის 1839 კომლი. 1811 წელს რუისის საეპისკოპო გაუქმდა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- გვასალია ჯ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 468.