წირქოლი
წირქოლი — სოფელი საქართველოში, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ახალგორის მუნიციპალიტეტში (კორინთის თემი). მდებარეობს ხარულის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ქსნის მარჯვენა ნაპირას. ზღვის დონიდან 920 მ, ახალგორიდან 6 კმ. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 179 კაცი.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 332.