დიმიტრი სანაკოევი
დიმიტრი სანაკოევი (დ. 10 მაისი, 1969, ცხინვალი, საქართველოს სსრ) — სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი 2006-2022 წლებში[1].[2][3]
დიმიტრი სანაკოევი | |
სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2006 – 10 ოქტომბერი, 2022 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი გიორგი მარგველაშვილი სალომე ზურაბიშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ზურაბ ნოღაიდელი ლადო გურგენიძე გრიგოლ მგალობლიშვილი ნიკოლოზ გილაური ვანო მერაბიშვილი ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილი გიორგი კვირიკაშვილი მამუკა ბახტაძე გიორგი გახარია ირაკლი ღარიბაშვილი |
წინამორბედი | თანამდებობა შეიქმნა |
მემკვიდრე | თამაზ ბესტაევი |
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
16 ივლისი, 2001 – 24 დეკემბერი, 2001 | |
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციათა მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1996 – 1998 | |
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1996 – 1996 | |
დაბადებული | 10 მაისი, 1969 ცხინვალი, საქართველოს სსრ |
მოქალაქეობა | საქართველო |
ეროვნება | ოსი |
განათლება | ა. თიბილოვის სახელობის სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო ინსტიტუტი |
პროფესია | ფიზიკა-მათემატიკა |
რელიგია | მართლმადიდებელი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1969 წლის 10 მაისს ქალაქ ცხინვალში. 1993 წელს დაამთავრა ა. თიბილოვის სახელობის სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 1987-1989 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის შეიარაღებულ ძალებში ლიტვის სსრ-ში. 1993-1996 წლებში იყო დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის თავდაცვის სამინისტროს საფინანსო განყოფილების უფროსი. 1996 წელს იყო დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. 1996-1998 წლებში იყო სამხრეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციათა მინისტრი. 1998-2001 წლებში იყო დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერი. 2001 წლის 16 ივლისიდან - 24 დეკემბრამდე იყო დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავრობის პრემიერ-მინისტრი. 2001-2006 წლებში დაკავებული იყო კერძო ბიზნესით. 2006 წლიდან - დღემდე არის სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
სქოლიო
რედაქტირებაწინამორბედი: |
სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი 2006-10 ოქტომბერი, 2022 |
შემდეგი: თამაზ ბესტაევი |