ვლადიმერ გურგენიძე

(გადამისამართდა გვერდიდან ლადო გურგენიძე)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გურგენიძე.

ვლადიმერ (ლადო) გურგენიძე (დ. 17 დეკემბერი, 1971) — ბანკირი, ბიზნესმენი, საზოგადო მოღვაწე. 2006 წლიდან საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.[1] 2007 წლის ნოემბრიდან 2008 წლის ოქტომბრამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2009 წლის სექტემბერში გურგენიძემ რუმინელ მილიარდერ ბიზნესმენ დინუ პატრიჩიუსთან ერთად დააარსა საინვესტიციო კომპანია „Liberty Investments“, რომლის ძირითადი მიზანია ინვესტიციების განხორციელება ფინანსური მომსახურების კომპანიებში ისეთ ქვეყნებში, სადაც არის კორუფციის დაბალი მაჩვენებელი, დაბალი გადასახადები და თავისუფალი ეკონომიკა. 2009 წლის სექტემბერშივე „Liberty Investments“-მა შეიძინა „ლიბერთი ბანკის“ (ყოფილი „სახალხო ბანკი“) აქციების 91.2%. „ლიბერთი ბანკს“ აქვს ფილიალების ყველაზე ფართო ქსელი და ემსახურება 1.2 მილიონ ფიზიკურ პირს.

ვლადიმერ გურგენიძე
ვლადიმერ გურგენიძე
საქართველო
საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
22 ნოემბერი 2007 – 1 ნოემბერი, 2008
პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი, ნინო ბურჯანაძე
წინამორბედიზურაბ ნოღაიდელი
მემკვიდრეგრიგოლ მგალობლიშვილი

დაბადებული17 დეკემბერი 1971
თბილისი, საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო, გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
ეროვნებაქართველი
შვილები4
განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
მიდლბერის კოლეჯი ;
ემორის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა
პროფესიააღმასრულებელი მენეჯერი, ეკონომისტი
საქმიანობაბანკირი, ინვესტორი
ჯილდოებიბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა თბილისში. განათლება ჯერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შემდეგ მიდლბერის კოლეჯში, ხოლო მაგისტრის ხარისხი ემორის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში მიიღო (Goizueta School of Business of Emory University). ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი. იგი საქართველოს და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა.

საბანკო კარიერა

რედაქტირება

ლადო გურგენიძე ხანგრძლივი გამოცდილების მქონე ბანკირია. აღმოსავლეთ ევროპასა და ლონდონში ათწლიანი მუშაობის შემდეგ იგი საქართველოში დაბრუნდა და 2004-2007 წლებში საქართველოს ბანკს ედგა სათავეში. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში საქართველოს ბანკი გახდა პირველი ქართული კომპანია და მეორე ბანკი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციების პირველადი საჯარო შეთავაზება განახორციელა (2006 წლის ნოემბერში), აგრეთვე პირველი ქართული კომპანია, რომელმაც ევროობლიგაციები გამოუშვა (2007 წლის თებერვალში).

პრემიერ-მინისტრი

რედაქტირება

გურგენიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრად დაინიშნა 2007 წლის ნოემბერში, ნოემბრის აქციების დარბევის შემდეგ, მაშინ, როცა თანამდებობიდან გადადგა მიხეილ სააკაშვილი და დაინიშნა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები. გურგენიძემ ამ პოსტზე 2008 წლის 1 ნოემბრამდე იმუშავა. მისი ხელმძღვანელობით 2008 წლის პირველ ნახევარში შედგა ფოთის პორტისა და თბილწყალკანალის საპრივატიზაციო პროექტები, რის გამოც 2008 წლის პირველ ნახევარში პრივატიზციიდან მიღებულმა შემოსავალმა რეკორდულად მაღალ ნიშნულს, 352 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გურგენიძემ გრანტებისა და სესხების სახით მოიზიდა დაფინანსებები საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან და სხვადასხვა დონორი ორგანიზაციებისგან საერთო ოდენობით 5 მილიარდ აშშ დოლარამდე. 2008 წლის 1 ნოემბერს ის მთავრობის მეთაურის პოსტზე შეცვალა გრიგოლ მგალობლიშვილმა.

ჯილდოები

რედაქტირება

2008 წლის ოქტომბერში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ლადო დააჯილდოვა წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით (ნომერი 16).

2010 წლის 26 მაისს გურგენიძეს მიენიჭა ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი საქართველოს მთავრობის მეთაურობისთვის ქვეყნისთვის განსაკუთრებით რთულ პერიოდში და ქართულ ბიზნესში ნოვატორული იდეებისთვის.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება


წინამორბედი:
ზურაბ ნოღაიდელი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
2007 – 2008
შემდეგი:
გრიგოლ მგალობლიშვილი