გიორგი ოთხმეზური
ქართველი ისტორიკოსი
გიორგი ოთხმეზური (დ. 14 აგვისტო, 1954, თბილისი — გ. 20 იანვარი, 2021, იქვე) — ქართველი ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.
გიორგი ოთხმეზური | |
---|---|
დაბ. თარიღი | 14 აგვისტო, 1954 |
დაბ. ადგილი | თბილისი |
გარდ. თარიღი | 20 იანვარი, 2021 (66 წლის) |
გარდ. ადგილი | თბილისი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | ისტორიკოსი და უნივერსიტეტის პროფესორი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი |
დედა | მარიამ ლორთქიფანიძე |
1976 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. მისი კვლევის ძირითადი მიმართულებებია საქართველოს ისტორია და წყაროთმცოდნეობა, ქართული ეპიგრაფიკა და პალეოგრაფია.
იყო მარიკა ლორთქიფანიძის შვილი.[1] გარდაიცვალა 2021 წლის 20 იანვარს.[2]
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- კავკასია ქართულ წყაროებში, უცხო სახელმწიფოები, ტომები, ისტორიული პირები : ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბ., 2012 ISBN 978-9941-0-3946-1
- ქართული ფეოდალური საგვარეულოების ისტორიიდან, ამირეჯიბი, თბ., 2009
- ქართული ფეოდალური საგვარეულოების ისტორიიდან : აბაზასძე-მარილელი-აბულეთისძე, თბ., 2006
- XII-XIII საუკუნეების მიჯნის ქართული ლაპიდარული წარწერები როგორც საისტორიო წყარო, თბ., 1981
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- გიორგი ოთხმეზური — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- გიორგი ოთხმეზური დაარქივებული 2012-06-09 საიტზე Wayback Machine.