მღვიმური დათვი
მღვიმური დათვი (ლათ. Ursus spelaeus) — დათვის პრეისტორიული სახეობა (ან მურა დათვის ქვესახეობა), რომელიც ცხოვრობდა ევრაზიაში შუა და გვიან პლეისტოცენში. გადაშენდა დაახლოებით 15 000 წლის წინ.[1] გაჩნდა დაახლოებით 300 000 წლის წინ, სავარაუდოდ, ეტრუსკული დათვის (Ursus etruscus) ევოლუციის შედეგად. სახელწოდება „მღვიმის“ (spelaeus) მიიღო იმის გამო, რომ მისი ძვლები მრავლად მოიპოვება მღვიმეებში. განსაკუთრებით ბევრია მისი გაქვავებული ძვლების ნაშთები მთისა და ბარის კარსტებში. კერძოდ, რუმინეთში, Peştera Urşilor-ს (დათვის მღვიმე) მღვიმეში, სადაც 1983 წელს ამ სახეობის დათვის 140 ჩონჩხი აღმოჩნდა.
მღვიმური დათვი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Ursus spelaeus (Rosenmüller, 1794) | |||||||||||||||
|
ენათესავება მურა დათვს.[2] პირველად მღვიმური დათვი ერთ-ერთ ნაშრომში აღწერა იოჰან ფრიდრიხ ესპერმა 1774 წელს, რომელიც თვლიდა, რომ მღვიმური დათვი არის თეთრი დათვის მონათესავე სახეობა. ოცი წლის შემდეგ ლაიფციგის უნივერსიტეტის ანატომმა იოჰან როზენმიულერმა სახეობას მისცა ბინომიალური სახელწოდება. პირველი მსოფლიო ომის დროს მღვიმური დათვის ძვლები გამოიყენებოდა როგორც ფოფსატების წყარო.[3] მღვიმური დათვის ჩონჩხი მოიპოვება ევროპის მრავალ მღვიმეში, მათ შორის დიდი ბრიტანეთის, ბელგიის, გერმანიის, რუსეთის, ესპანეთის, იტალიის და სხვ. მღვიმეებში.[4]
განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მოიპოვება ავსტრიაში, შვეიცარიაში, სამხრეთ გერმანიაში, სამხრეთ იტალიაში, ჩრდილოეთ ესპანეთში, ხორვატიაში, უნგრეთსა და რუმინეთში. სამხრეთ, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მოპოვებულმა უხვი რაოდენობით მღვიმური დათვის ძვლებმა მკვლევარებს აფიქრებინა, რომ ევროპა ოდესღაც მღვიმური დათვის დიდი ჯოგი იყო. მღვიმური დათვის ძვლები ცოტად თუ ბევრად აღმოჩენილია საქართველოს კარსტულ მღიმეებშიც. მღვიმური დათვი მიკვლეულია მღვიმევის[5], გვარჯილის კლდის,[5] სამგლე კლდის,[6] საკაჟიის,[5] დევისხვრელისა[5] და სხვა მღვიმეებში.
ითვლება, რომ მღვიმური დათვების გადაშენების მიზეზები შეიძლებოდა, რომ ყოფილიყო ჰავის ცვლილება, ზამთრის ძილის და საკვები რაციონის თავისებურებანი. კბილების ანალიზით დადგენილია, რომ მღვიმების დათვები გამოირჩეოდნენ დიდი ძირითადი კბილების რთული რელიეფით, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ისინი მხოლოდ მცენარეული საკვებით იკვებებოდნენ. გარდა ამისა, მათი მეორე დიდი ძირითადი კბილი გამოირჩეოდა ინდივიდუალური პოლიმორფულობით, რაც ბადებს ვარაუდს, რომ სახეობა გარემოს არახელსაყრელი ფაქტორების ზემოქმედებას განიცდიდა.[7]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Генетики вычислили общего предка белых и бурых медведей // MEMBRANA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-07. ციტირების თარიღი: 2011-12-05.
- ↑ მღვიმური დათვის დახასიათება/ინფორმაცია
- ↑ Bieder, Robert (2005). Bear. London: Reaktion Books, გვ. 192. ISBN 1861892047.
- ↑ მღვიმური დათვი — ენციკლოპედია ბრიტანიკა
- ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 ყიფიანი შ., ტინტილოზოვი ზ., ოქროჯანაშვილი არს., ჯიშკარიანი ვ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 1966, გვ. 180-198.
- ↑ თუშაბრამიშვილი დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 710.
- ↑ https://www.sciencemag.org/news/2016/07/rigid-vegetarian-diet-may-have-done-ancient-cave-bears