მღვიმევის მღვიმე
მღვიმევის მღვიმე — კარსტული გამოქვაბული დასავლეთ საქართველოში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მღვიმევში.
მღვიმევის მღვიმე | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ჭიათურის მუნიციპალიტეტი |
აბსოლუტური სიმაღლე | 620 მ |
სიგრძე | 60 მ |
სიღრმე | 7 მ |
ტიპი | კარსტული |
ამგებელი ქანები | კირქვა |
მღვიმე მდებარეობს ზღვის დონიდან 620 მ-ზე, მდინარე ყვირილის ხეობის მარჯვენა ფერდობზე. გამომუშავებულია ზედაცარცულ კირქვებში. კლდოვანი ფარდულების კომპლექსი ორსართულიანი სისტემით, ჯამური სიგრძე 60 მ. ზედა ფარდულის სიგანე 11 მ-ია, სიღრმე 7 მ, ხოლო სიმაღლე 2 მ. გვხვდება გამოფიტვის ადგილობრივი პროდუქტები. არის კულტურული ნაფენები. მღვიმე მშრალია. არსებობს მღვიმის გეგმა და ჭრილი, ის ადვილი მისადგომია.
მასში აღმოჩნდა ზედა პალეოლითის შუა საფეხურის მატერიალური კულტურის ნაშთები - კაჟისა და ოფსიდიანის ძვლისა და რქის იარაღები და სხვ. დადგენილია შემდეგი ცხოველების არსეობობა: დომბა, ცხენი, ლომი, მღვიმური დათვი და სხვ. გარდა ამისა ერთ-ერთი ფარდულის კედელზე აღმოჩენილი იქნა ზედაპალეოლითელი ადამიანის მხატვრობის ნიმუშები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ყიფიანი შ., ტინტილოზოვი ზ., ოქროჯანაშვილი არს., ჯიშკარიანი ვ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბილისი, 1966