ჩრდილოეთი ოსეთი
| |||||
Republic of North Ossetia-Alania | |||||
დედაქალაქი | ვლადიკავკაზი | ||||
ფართობი - სულ |
79-ე 8 000 კმ² | ||||
მოსახლეობა - სულ |
68-ე დაახ. 704 400 (2005) | ||||
ფედერალური ოლქი | სამხრეთი | ||||
ეკონომიკური რაიონი | ჩრდილოეთ კავკასია | ||||
სახელმწიფო ენა | ოსური, რუსული | ||||
პრეზიდენტი | ვიაჩესლავ ბიტაროვი | ||||
საავტომობილო კოდი | 15 | ||||
სასაათო ზონა | MSK±0 (UTC+03:00) |
ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა - ალანია (რუს. Республика Северная Осетия–Алания; ოს. Республикæ Цæгат Ирыстон) – რუსეთის ფედერაციის სუბიექტი, შედის ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოკრუგის შემადგენლობაში[1]. დედაქალაქი - ვლადიკავკაზი. შეიქმნა 1993 წლის 9 ნოემბერს ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ-ის რეფორმირების გზით, ხოლო 1995 წელს მიენიჭა სახელწოდება — „ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა - ალანია“[2].
გეოგრაფიარედაქტირება
მდებარეობს კავკასიონის ჩრდილოეთ კალთაზე. ჩრდილოეთ ოსეთის სამხრეთ ნაწილში კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი და გვერდითი ქედებია (ჯიმარა, 4780 მ., რესპუბლიკის უმაღლესი მწვერვალი). ცენტრალური ნაწილი უკავია ოსეთის დამრეც ვაკეს, ჩრდილოეთით მდებარეობს სუნჯისა და თერგის ქედები, მათ გადაღმა მოზდოკის ვაკეა (თერგ-კუმის დაბლობის ნაწილი).
რესპუბლიკას ესაზღვრება დასავლეთით – ყაბარდო-ბალყარეთი, ჩრდილოეთით სტავროპოლის მხარე, აღმოსავლეთით – ჩეჩნეთი და ინგუშეთი, სამხრეთიდან საქართველო. შედგება 8 რაიონისაგან.
სასარგებლო წიაღისეულირედაქტირება
სასარგებლო წიაღისეულია პოლიმეტალების მადნები, საშენი მასალები, დოლომიტები და მინერალური წყლები.
ჰავარედაქტირება
ჰავა ზომიერად კონტინენტურია, მოზდოკის ვაკეზე — გვალვიანი, ხშირია ხორშაკი ქარი. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -4,3°C, ივლისში — 24°C, ნალექები 400-450 მმ წელიწადში. ოსეთის ვაკეზე იანვრის საშუალო ტემპერატურაა -4°C, ივლისში — 20°C, ნალექები 600-800 მმ წელიწადში. მდინარეები თერგის აუზს განეკუთვნება. უდიდესია თერგი, ურუხი, არდონი, ფიაგდონი, გიზელდონი, სუნჯა.
მოსახლეობარედაქტირება
2002 წლის აღწერის მიხედვით რესპუბლიკაში ცხოვრობენ:
ეროვნება | რაოდენობა, ათ. კაცი (2002) |
---|---|
ოსები | 445,3 (62,7 %) |
რუსები | 164,0 (23,1 %) |
ინგუშები | 21,4 (3,0 %) |
სომხები | 17,1 (2,4 %) |
ყუმუხები | 12,7 (1,8 %) |
ქართველები | 10,8 (1,5 %) |
უკრაინელები | 5,2 |
ჩეჩნები | 3,4 |
ადიღეელები (ყაბარდოელები) | 2,8 |
თურქები | 2,8 |
კაზაკები | 0,7 (0,1 %) |
მოსახლეობის 48 % ცხოვრობს ვლადიკავკაზში.
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 162.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- ოსეთის ისტორია და კულტურა
- Северо-Осетинский информационный портал «15-й регион»
- Официальный сайт Правительства Республики Северная Осетия-Алания
- Республика Северная Осетия — Алания в справочнике-каталоге «Вся Россия» დაარქივებული 2007-09-27 საიტზე Wayback Machine.
- Постоянное представительство Республики Северная Осетия — Алания при Президенте РФ
- fandag.ru Осетины, Осетия, Алания, Геральдика Алании, скифы, сарматы, история, Нартский Эпос, форум
- Медицинский портал РСО-Алания
- Алания: история, культура, обычаи, люди
- ФК «Алания» Владикавказ: Официальный сайт
- Осетия на Открытом портале Юга России[მკვდარი ბმული]
- «Осетия-Алания»
- Сайт «Осетины»
- Историко-этнографический справочник «Осетия» დაარქივებული 2009-06-02 საიტზე Wayback Machine.
სქოლიორედაქტირება
- ↑ 2010 წლის 19 იანვრამდე სამხრეთის ფედერალურ ოკრუგში
- ↑ 24 года назад СОАССР была преобразована в РСО.[მკვდარი ბმული]