აბაზები
აბაზები (აბაზ. Абазакуа) — აფხაზების ახლო მონათესავე ხალხი, განეკუთვნება იბერიულ-კავკასიურ ხალხთა ოჯახის ჩრდილო-დასავლურ ჯგუფს. ცხოვრობენ რუსეთის ფედერაციაში (1989 წლის მონაცემებით 33 ათასი კაცი , საერთო რაოდენობა – 43 ათასი კაცი). ძირითადად, განსახლებული არიან ჩრდილოეთ კავკასიაში (ყარაჩაი-ჩერქეზეთში) — 27, 5 ათასი კაცი. დაახლოებით 10 ათასი აბაზა მახლობელ აღმოსავლეთში (თურქეთში, სირიაში, იორდანიაში, ლიბანში) ცხოვრობს, სადაც ისინი მუჰაჯირობის დროს, 1862-1864 წლებში გადასახლდნენ. ახლო აღმოსავლეთში გადასახლებული აბაზების მნიშვნელოვანი ნაწილი აფხაზეთიდან და ადიღედან გადასახლებულ მოსახლეობას შეერია. ჩრდილოეთ კავკასიაში აბაზების განსახლების ტერიტორია მოიცავს დიდი და პატარა იენჯუგის, ყუბანისა და გუმის სათავეებს. ლაპარაკობენ აბაზურ ენაზე რომელიც განეკუთვნება კავკასიურ ენათა აფხაზურ-ადიღურ ანუ ჩრდილოდასავლურ ჯგუფს.
აბაზები აბაზ. Абазакуа | |
---|---|
საერთო მოსახლეობა | |
დაახ. 50 000 | |
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით | |
რუსეთი | 37 942[1] |
თურქეთი | 11 000საჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}} ! |
საქართველო | 2 138საჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}} ! |
სირია | 2 000საჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}} ! |
იორდანია | 1 500საჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}} ! |
ენები | აბაზური ენა, რუსული ენა |
რელიგიები | მუსლიმი-სუნიტები |
ჩრდილოკავკასიაში მცხოვრები აბაზები ორ ჯგუფად იყოფიან:
- პირველი ჯგუფი, რომელიც დასახლდა მდინარეების მცირე და დიდი ზელენჩუკის ქვედა წელზე ძირითადად დასახლებული არიან ოთხ აულში (სტარო-კუვინსკი, ნოვო-კუვინსკი, აბაზაკტი და აფსუა). ისინი თავს ეძახიან აშხარუა (აშჴარუა', ашхаруа́, ašqarua), რაც ითარგმნება, როგორც „მთიელი“. ისინი ადრე ცხოვრობდნენ კავკასიონი მთავარი ქედის ჩრდილოეთ კალთებზე, შემდეგ კი დაეშვნენ ბარში.
აღნიშნული აბაზები თავს ასევე მოიხსენიებენ თვითსახელწოდებებით, როგორებიცაა: აფსაუა (აფსაუ̂ა, апсауа, apsawa), ანუ „აფხაზი“ და აბაზა (абаза, abaza).
აშხარუა აბაზებში ძველი XVIII-XIX საუკუნის მოგზაურები იხსენიებდნენ შემდეგი გვარის წარმომადგენლებს, როგორებიცაა: ბაგი, ბარახაი, ტამი, კიზილბეკი, ბაშიასბაი.
- მეორე ჯგუფი წარმოადგენს აფხაზური მოდგმა, რომლებიც ადრე იწოდებოდნენ, როგორც ალტი-კესეკი (Алты-Кесек — «шестиродная») აბაზა (ლოუ, დუდარუკოვა, ყლიჩი, ბიბერდი, ჯანტემირი და გიაჩი) ან ბასხეგი. აფხაზები მათ აშვუას (აშჿჷუ̂ა, ашвуа, ašჿwa). აღნიშნული აბაზები ცხოვრობენ მდინარეების დიდი და მცირე ზელენჩუკის, ყუბანისა და კუმის ხეობათა აულებში: ინჯიკჩკუნი, კუბინა, ელბურგანი, ფსაუჩა-დახა, კარაპაგვა, პსიჟი, ტაპანტა, აბაზახაბლია, მალოაბაზინსკი, კრასნოვასტოჩნი და კვაიდანი. აღნიშნული აბაზები თავს მოიხსენიებენ, როგორც ტაპანთა (тапанта, tapanta) და აბაზა.
ამრიგად ორივე ჯგუფის აშხარუასა და ტაპანთას მოდგმა თავს საერთო სახელწოდებით — აბაზებით მოიხსენიებს.
აბაზა ხალხის თავდაპირველ სამშობლოსა და ადრეული ისტორიის ბევრი საკითხი საბოლოოდ გარკვეული არ არის. მკვლევართა ერთ ნაწილს აფხაზთა და აბაზთა საერთო წინაპრად მიაჩნია აბაზგები, თუმცა ტერმინ „აბაზგს“ ამ დროს უფრო პოლიტიკური შინაარსი ჰქონდა, ვიდრე ეთნიკური. ძველ ქართულ წყაროებში აბაზთა და უბიხთა აღსანიშნავად გამოიყენებოდა ტერმინი „ჯიქი“. სავარაუდოა რომ V-XV საუკუნეებში აბაზური ტომები უკვე ცხოვრობდნენ აკავკასიონის ქედის ჩრდილოეთ ფერდობებზე, აგრეთვე ადლერ-ქერჩის ზღვისპირა სექტორში. XIII-XIX საუკუნეებში ამ ტერიტორიაზე აბაზთა ბინადრობას ადასტურებს ევროპელ, თურქ და რუს ავტორთა ჩანაწერები და რუკები. ადრეული შუასაუკუნეებიდან აბაზურ ტომებს მეზობელ კავკასიელ ეთნოსებთან ერთად ცხოვრების თავისებური წესი ჰქონდათ: მათ არ გააჩნდათ მუდმივი დასახლებები, ყოველი ტომი განუწყვეტლივ მიგრირებდა განსაზღვრული ტერიტორიის ფარგლებში. ინტენსიური მიწათმოქმედების ნაცვლად უპირატესად მისდევდნენ მომტაბარე მესაქონლეობას, იშენებდნენ მხოლოდ დროებითი ტიპის წნულ საცხოვრბელ და სამეურნეო ნაგებობებს, ხოლო ზღვისპირელ ტომებს ზღვის მიმართ არასამეურნეო დამოკიდებულება ჰქონდათ (არ ეწეოდნენ მეთევზეობას, ზღვას არ ყენებდნენ როგორც სატრანსპორტო არტერიას, მაგრამ ნადავლისა და ტყვეთა მოპოვების მიზნით ფართოდ მისდევდნენ მეკობრეობას). აბაზურ ტომთა ცხოვრების წესისა და მუდმივი ყოფაცხოვრების შესახებ მრავალი ცნობაა დაცული, როგორც უცხოურ ისე ქართულ წყაროებში.
აბაზები ამჟამად ორ ეთნოგრაფიულ ჯგუფად ტაპანთელებად და აშხარელებად იყოფიან, ტაპანთელები ყარაჩაი-ჩერქეზეთის 9 დასახლებულ პუნქტში არიან განსახლებული. ეს სოფლებია: ფსიჟი, ყუბინა, ინჯიქ-ჩკუნი, ელბურგანი, ტაფანთა, აბაზი-ხაბლი, კარაპაღო, კრასნო-ვოსტოჩნოე, კოიდანი. აშხარელები კი სულ სამ სოფელში (აულში) სტარო-კუვინსკოე, ნოვო-კუვინსკოე და აფსუა ცხოვრობენ. აბაზები სარწმუნოებით მუსლიმი სუნიტები არიან.
ლიტერატურა
რედაქტირება- ანჩაბაძე ზ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 11.;
- გვანცელაძე თ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 11.;
- Народы Кавказа, т. 1, М., 1960;
- Данилова Е. Абазины. Издательство Московского университета 1984г;
- Абазины. Историко-этнографический очерк. Черкесск. Карачаево-Черкесский НИИ. 1989г.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ანაიდ გოგორიანი, სოხუმი. აბაზები აფხაზეთში ბრუნდებიან, ჟურნალი „ლიბერალი“, 3 ნოემბერი, 2009.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Всероссийская перепись населения 2002 года. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2009-12-24.