ვასილ აბაევი
ვასილ ივანეს ძე აბაევი (ოს. Абайты Иваны фырт Васо; დ. 2 (15) დეკემბერი, 1900, სოფ. კობი, ახლანდელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტი — გ. 18 მარტი, 2001, მოსკოვი) — საბჭოთა ენათმეცნიერი, ლექსიკოგრაფი, ფოლკლორისტი და ეთნოგრაფი. ეროვნებით ოსი. ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1963), პროფესორი (1969), ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ მეცნიერების მოღვაწე (1957).
ვასილ აბაევი | |
---|---|
ოს. Абайты Иваны фырт Васо | |
დაბ. თარიღი | 2 (15) დეკემბერი, 1900[1] |
დაბ. ადგილი | კობი, დუშეთის მაზრა, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდ. თარიღი | 18 მარტი, 2001[2] [1] [3] (100 წლის) ან 12 მარტი, 2001[4] (100 წლის) |
გარდ. ადგილი | მოსკოვი |
მოქალაქეობა |
![]() ![]() ![]() |
საქმიანობა | ფილოლოგი[3] , ენათმეცნიერი, ირანისტი, local historian, etymologist, პედაგოგი და უნივერსიტეტის პროფესორი |
მუშაობის ადგილი | რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის კავკასიურ ენათა განყოფილება |
ალმა-მატერი | სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი |
ჯილდოები | სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, ორდენი „მამულის წინაშე დამსახურებისათვის“ მე-3 ხარისხი[3], ორდენი „მამულის წინაშე დამსახურებისათვის“ მე-4 ხარისხი[3], შრომის წითელი დროშის ორდენი[3], მედალი „კავკასიის დაცვისათვის“, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“, რსფსრ-ის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, Q97315446? და Order "For Merit to the Fatherland" |
ბიოგრაფია რედაქტირება
დაამთავრა ლენინგრადის უნივერსიტეტი (1925). მუშაობდა მოსკოვში, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერებათა ინსტიტუტში. 1928-1930 მოღვაწეობდა თბილისში, სსრკ მეცნიერებათა აკადადემიის კავკასიის ისტორიისა და არქეოლოგიის ინსტიტუტში, დიდი სამამულო ომის წლებში — სამხრეთ ოსეთისა და ჩრდილოეთ ოსეთის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში. აბაევის მთავარ შრომებს „ნართების ეპოსი“ (1945), „ოსური ენა და ფოლკლორი“ (1949), „ოსური ენის ისტორიულ-ეტიმოლოგიური ლექსიკონი“ (ტ. 1-2, 1958-1973) დიდი მნიშვნელობა აქვს ირანულ ენათა კვლევისათვის, ქართულ-კავკასიური და ირანულ ენათა კონტაქტების შესწავლისათვის, აგრეთვე კავკასიის ხალხთა ეთნოგრაფიის და ფოლკლორის საერთო ელემენტების კვლევის თვალსაზრისით. საყურადღებოა მისი „არმაზის ბილინგვის გარშემო“ (საქართველოს სსრ. მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, 1944, ტ. 5, № 8), „შოთა რუსთაველის პოემის „ვეფხისტყაოსნის“ ფოლკლორული საფუძვლის შესახებ“ (Известия АН СССР, 1966, т. 25 в 4), „პოემა „ვეფხისტყაოსნის“ ირგვლივ“ (თსუ შრომები, 1967, ტ. 118, სერია 6, რუს. ენაზე).
ლიტერატურა რედაქტირება
- Исаев М. И., Славный путь ученого, «Известия Северо-Осетинского научно-исследовательского института», 1960, т. 22, в. 1;
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 10.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 10.
რესურსები ინტერნეტში რედაქტირება
სქოლიო რედაქტირება
- ↑ 1.0 1.1 http://ossetians.com/eng/news.php?newsid=60
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 https://iling-ran.ru/web/en/scholars/abaev
- ↑ Library of Congress Authorities — Library of Congress.