რუსეთის ეროვნული ბიბლიოთეკა
რუსეთის ეროვნული ბიბლიოთეკა (რუს. Российская национальная библиотека, 1917 წლამდე — იმპერატორის საჯარო ბიბლიოთეკა, 1925 წლამდე — რუსეთის საჯარო ბიბლიოთეკა, 1992 წლამდე — სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკა) — ერთ-ერთი პირველი საჯარო ბიბლიოთეკა აღმოსავლეთ ევროპაში, მდებარეობს სანქტ-პეტერბურგში. რუსეთის პრეზიდენტის ბრძანების თანახმად, წარმოადგენს განსაკუთრებით ძვირფას ნაციონალური მემკვიდრეობის ძეგლსა და რუსი ხალხის ისტორიულ-კულტურულ საგანძურს. მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ბიბლიოთეკა.
ბიბლიოთეკა აშენდა ეკატერინე II-ის ბრძანებით 1795 წლის 16 (27) მაისს. რუსეთის ეროვნული ბიბლიოთეკა უძველესი საჯარო და პირველი ეროვნული ბიბლიოთეკაა რუსეთში, მის ფონდში ინახება 36 მილიონამდე ექსპონატი. წარმოადგენს საერთორუსულ საინფორმაციო, სამეცნიერო-კვლევით და კულტურულ ცენტრს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- რუსეთის ეროვნული ბიბლიოთეკის ოფიციალური საიტი დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine.