ურუხი (ზემოთში — ხარვესი) (ოს. Ирӕф / Ӕрӕф, ყაბ. Урыху) — მდინარე ჩრდილოეთ კავკასიაში, მდინარე თერგის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 104 კმ, აუზის ფართობი 1280 კმ². სათავე აქვს კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე. უმთვარესად საზრდოობს მყინვარისა და თოვლის წყლით, წყალდიდობა იცის წლის თბილ დროს. წყალმცირეა ზამთარში. წყლის საშუალო ხარჯი შესართავიდან 50 კმ-ზე 20,2 მ³/წმ. გაყინულია დეკემბრიდან მარტამდე. ხე-ტყის დაცურება. იყენებენ სარწყავად.

ურუხი

ურუხი ზამთარში.
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
სათავე კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი
შესართავი თერგი
სიგრძე 104 კმ
აუზის ფართობი 1280 კმ²
ურუხი ვიკისაწყობში

ლიტერატურა

რედაქტირება