ყაბარდოული ენა[1], ყაბარდოულ-ჩერქეზული ენა, აღმოსავლეთ ჩერქეზული ენა (ყაბ. Адыгэбзэ [adygebze]) — იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის აფხაზურ-ადიღური ჯგუფის ადიღური ქვეჯგუფის ახალდამწერლობიანი ენა. გავრცელებულია ყაბარდო-ბალყარეთის, ყარაჩაი-ჩერქეზეთის, ადიღეს რესპუბლიკებსა და მოზდოკის რაიონში. ყაბარდოელები ცხოვრობენ აგრეთვე თურქეთში, იორდანიასა და ლიბანში.

ყაბარდოული ენა
ყაბარდოულ-ჩერქეზული

адыгэбзэ
(къэбэрдей-черкесыбзэ)
გავრცელებულია რუსეთი, თურქეთი
მოლაპარაკეთა რაოდენობა 600 ათ.-მდე
ოფიციალური სტატუსი რუსეთის დროშა რუსეთი
ლინგვისტური კლასიფიკაცია იბერიულ-კავკასიური ენები
დამწერლობის სისტემა კირილიცა
ენის კოდები ISO 639-1: —
ISO 639-2: kbd
ISO/FDIS 639-3: kbd
რუკა
მოლაპარაკეთა არეალი
მოლაპარაკეთა არეალი

მოლაპარაკეთა არეალი

ვიკისივრცე
ენის თარგი {{Lang-kbd}}

ვიკისივრცეში არის ვიკიპედიაყაბარდოული ენა
ყაბარდოულ-ჩერქეზული

ენას აქვს რამდენიმე დიალექტი: მოზდოკური, ბასლენური, ყუბანური და დიდი ყაბარდის დიალექტი, ასევე რამდენიმე კილო: მცირეყაბარდოული, ბაქსანური, მალკური და ჩერქეზული. რუსეთის ფედერაციაში ყაბარდოულ ენაზე ლაპარაკობს დაახლოებით 520 000 კაცი (2002).[2]

თანამედროვე ლიტერატურულ ყაბარდოულ ენას საფუძვლად უდევს დიდი ყაბარდოს დიალექტი.

საბჭოთა პერიოდში იყო არაერთი მცდელობა ყაბარდოული ენისათვის შექმნილიყო საკუთარი დამწერლობა.

ყაბარდოული დამწერლობის (კირილური დამწერლობა) პირველი მცდელობები ეკუთვნის პეტერბურგის უნივერსიტეტის მასწავლებელს გრაცილევსკის (1829 წელს), პირველი ყაბარდოული მეცნიერის და განმანათლებელის შაროი ნოგმოვს (1833-1835), კ. ატაჟუკინს (1864-1865), ცნობილ რუს მეცნიერ ლევ ლოპატინსკის, ბ. პაჩევს და სხვებს.

მიუხედავად არაერთი მცდელობისა ვერ მოხერხდა ყაბარდოული დამწერლობის დამკვიდრება. აღნიშნული შესაძლებელი გახდა მხოლოდ საბჭოთა პერიოდში.

ანბანი თავიდან წარმოდგენილი იყო ლათინური დამწერლობის საფუძველზე. 1936 წელს მოხდა მისი კირილურ დამწერლობაზე გადაყვანა.

1938 წელს გამოვიდა ყაბარდოული ენის გრამატიკა („Грамматика кабардино-черкесского языка“ проф. Н. Ф. Яковлев), ასევე („Грамматика кабардинского языка“ доц. Г. Ф. Турчанинова и М. Цагова).

ყაბარდოულ ენაში ხმოვანთა სისტემა მარტივია (გამოიყოფა 3 ხმოვანი), ხოლო თანხმოვანთა — რთული; ასევე, სახელთა სისტემა მარტივია, ზმნისა — რთული. არსებით სახელებს აქვთ ბრუნვის, რიცხვის, განსაზღვრებისა და კუთვნილების კატეგორიები.

სტატიკური და დინამიკური ზმნები გარჩეულია მორფოლოგიურად. განსაკუთრებით რთულია ზმნის პირისა და დრო-კილოთა კატეგორიები. ყაბარდოული ზმნა გვარებს არ განარჩევს.

გამოიყოფა შემდეგი სიტყვაწარმოებითი კატეგორიები: კაუზატივისა, ქცევისა, თანაობისა, საურთიერთო, საზიარო, პოტენციალისა, უნებურობისა და მიჩნევისა. რთულადაა წარმოდგენილი ზმნაში პრევერბთა სისტემა. მიმღეობას შეიძლება ერთდროულად ჰქონდეს როგორც ბურუნვის, ისე პირის აფიქსები.

ზმნას აგლუტინაციური წყობა აქვს. გევხვდება ინკორპორაციული ტიპის ზმნებიც. გარდამავალი ზმნა ერგატიული კონსტრუქციისაა. შემორჩენილია ლაბილური კონსტრუქციის ზმნებიც. დამოკიდებული წინადადების ფუნქციას ასრულებს ზმნის ინფინიტიური ფორმები.

ყაბარდოულ ენაში შეიმჩნევა ძველად შეთვისებული ოსური, ქართული, თურქული და არაბული ლექსიკა. ამჟამად სალიტერატურო ენის ლექსიკა გამდიდრებულია რუსულიდან შემოსული სიტყვებით. დამწერლობა ეფუძნება კირილიცას.

ანბანი რედაქტირება

А а Э э Б б В в Г г Гу гу Гъ гъ Гъу гъу
Д д Дж дж Дз дз Е е Ё ё Ж ж Жь жь З з
И и Й й К к Ку ку КӀ кӀ КӀу кӀу Къ къ Къу къу
Кхъ кхъ Кхъу кхъу Л л Лъ лъ ЛӀ лӀ М м Н н О о
П п ПӀ пӀ Р р С с Т т ТӀ тӀ У у Ф ф
ФӀ фӀ Х х Ху ху Хь хь Хъ хъ Хъу хъу Ц ц ЦӀ цӀ
Ч ч Ш ш Щ щ ЩӀ щӀ Ъ ъ Ы ы Ь ь Ю ю
Я я Ӏ Ӏу

ლიტერატურა რედაქტირება

  • გ. როგავა, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. X, თბ., 1986. — გვ. 605.
  • Н. Ф. Яковлев, Грамматика литературного кабардино-черкесского языка, М.-Л., 1948.
  • Грамматика кабардино-черкесского литературного языка, М., 1970.
  • John Colarusso, A Grammar of the Kabardian Language, University of Calgary Press, 1992. ISBN 0-919813-96-8.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. მ. ქურდიანი, „იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების საფუძვლები“, თსუ, 2007
  2. http://www.ethnologue.com/show_language.asp?code=kbd