ინგუშები, საკ. სახელწოდება ღალღაინგუშეთის ტერიტორიაზე მობინადრე ხალხი, ლაპარაკობენ ინგუშურ ენაზე. მათი რაოდენობაა დაახ. 158 ათ. კაცი (1970 წ.). რელიგიით ინგუშები სუნიტი მუსლიმები არიან. ინგუშების ძირითადი საქმიანობაა მესაქონელობა, მიწათმოქმედება. თუშები, ფშავლები და ხევსურები ინგუშებს ქისტებად მოიხსენიებენ.

ინგუშები

ინგუშები ენითა და კულტურით მონათესავე ჩეჩნებთან ერთად ჩრდილოეთ კავკასიის მკვიდრ მოსახლეობას შეადგენენ. მთიდან ბარში გადსახლება XVI-XVII საუკუნეებში დაიწყეს. ბარში მათი პირველი სამოსახლო სოფელი ანგუში/ინგუში იყო, საიდანაც მომდინარეობს მათი სახელწოდება. 1943-1944 წლებში ინგუშები მასობრივად გადაასახლეს შუა აზიასა და ყაზახეთში. გადასახლებიდან ისინი 1957 წელს დაბრუნდნენ.

ინგუშების რელიგია — დღეს ინგუშები სუნიტი მაჰმადიანები არიან, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ძირითადად ეს სარწმუნოება მათ ქვეყანაში საკმაოდ გვიან შეიჭრა და საბოლოოდ XIX საუკუნის პირველ ნახევარში განმტკიცდა.

დღეს ინგუშეთში შემორჩენილია ქრისტიანობის მრავალრიცხოვანი ძეგლები. ინგუშეთის მთებში ჯერ კიდევ XVII-XVIII საუკუნეებში მოსახლეობა ქრისტიანულ რელიგიას აღიარებდა. ქრისტიანობა ის აქ საქართველოდან XII საუკუნეში გავრცელდა.

ინგუშეთში შემორჩენილია ტაძრები: თხაბა-ერდი, ალი-ერდი, თარგი-მი და სხვ.

რაც შეეხება ისლამს, იგი ჯერ ინგუშეთის ბარში და შემდეგ კი მთაში ჩაჩნეთიდან შევიდა. მისი გავრცელება XVI საუკუნიდან დაიწყო, თუმცა, ის აქ ძალიან ნელა იკიდებდა ფეხს. ინგუშეთში ისლამი სულ ბოლოს საქართველოში, ხევის ტერიტორიაზე სოფელ გველეთში მცხოვრებმა ინგუშებმა 1861 წელს მიიღეს. შუა საუკუნეებში გაჩნდა ინგუშებში რწმენა-წარმოდგენები ტოტემიზმის, ანიმიზმის, მაგიის ფორმის კუთხით, რაც დღემდეა შემორჩენილი. უძველესი დროიდან გვხვდებოდა საოჯახო, გვაროვნული და აგრარული კულტები. მთაში სოფლების მახლობლად და ძნელადმისადგომ ადგილებზე მფარველი ღვთაების პატივსაცემად ქვის სალოცავები იყო მოწყობილი. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული იყო მოსავლის მფარველის მიაცელას კულტი. ინგუშებს სწამდათ, რომ მიაცელაზე იყო დამოკიდებული ბავშვების დაბადება და მათ შორის საქონლის გამრავლებაც. ყოველწლიურად ივნისის ბოლოს მიაცელას მსხვერპლს სწირავდნენ ძირითადად ამას აკეთებდნენ ჯეირახისა და მეცხალის საზოგადოებები.

ქრისტიანობა

რედაქტირება

ინგუშეთში ქრისტიანული რელიგიის გავრცელება VII-VIII საუკუნეებში იწყება ქართველი მეფე-მთავრების მიერ. ქართველ მისიონერებს ინგუშეთში შეჰქონდათ სასულიერო წიგნები: იოანე ბაგრატიონის ცნობით, ძურძუკებმა და ღლიღვებმა კარგად იცოდნენ ქართული ენა, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს მთიელებმა - ქისტური, ისინი აქ აშენებდნენ ეკლესიებს.

აღსანიშნავია, რომ პატრიარქ ექვთიმეს თავად შემოუვლია და შეუსწავლია ეს კუთხე. ქრისტიანობის კვალი ინგუშეთში კარგად იკითხება ეთნოგრაფიაში, წეს-ჩვეულებებსა და რელიგიურ დღესასწაულებში. დღეს ქართული ეტიმოლოგია 35 ძეგლს ემჩნევა. აქ ბევრია საკულტო ნაგებობაც. აღსანიშნავია სვანური კოშკებისა და შიდა ქართლის დარბაზული ტიპის მსგავსი ნაგებობების არსებობა ამ რეგიონში. ჩეჩნეთ-ინგუშეთის მთელი ტერიტორია დაფარულია ქართული ქრისტიანული წარმომავლობის ტოპონიმებითა და გაუქმებული სამლოცველოებით, ერთ-ერთი ასეთია „თუშოლი“.

ინგუშეთში მდებარე საინტერესო ისტორიულ ძეგლს წარმოადგენს გალ-ერდი, რომელიც მდებარეობს სოფელ ეგენტის მეზობლად წყალგამყოფ ქედზე. ძეგლი იმდენად დაზიანებულია, პირვანდელ ფორმაზე დაბეჯითებით საუბარი შეუძლებელია. მას მხოლოდ ვსევოლოდ მილერის ჩანაწერებით აღადგენენ სქემატურად.

ასევე, უმნშვნელოვანესს ძეგლს წარმოადგენს ჩეი-ლამის ქედის ძირში, მდინარე ასასა და დარიალის მაკავშირებელი ისტორიული გზის მახლობლად, სოფელ ყართში დელიტე/დოლტეს საკულტო ნაგებობა.

ლიტერატურა

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება