სუნიზმი
(გადამისამართდა გვერდიდან სუნიტი)
სუნიზმი — ისლამის ძირითადი მიმართულება, რომელიც ითვლება ორთოდოქსულად. სუნიზმის მიმდევრები – სუნიტები – უმრავლესობას წარმოადგენენ იმ ქვეყნებში, სადაც ისლამია გავრცელებული (გამონაკლისია ირანი, სამხრეთი ერაყი, ყოფ. იემენის არაბთა რესპუბლიკა, აზერბაიჯანი და ტაჯიკეთის მთიანეთი). მუსლიმური თემის იმამ-ხალიფას, შიიტებისაგან განსხვავებით, ირჩევენ მთელი თემის ფორმალური თანხმობის საფუძველზე. სუნიზმი მოიცავს 4 რელიგიურ იურიდიულ სკოლას (მაზჰაბს). წმინდა ქალაქებად აღიარებს მექასა და მედინას.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 607.