პორტალი:ისლამი
ინდექსი · ძიება · კატეგორიები · რჩეული სტატიები და პორტალები · ყველა თემა
გეოგრაფია · ისტორია · კულტურა · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · საქართველო · სპორტი · ხელოვნება
ისლამი (არაბ. الإسلام islām "ერთგულება") - დაახლოებით 1,3 მილიარდი მიმდევრით ქრისტიანობის (დაახ. 2.1 მილიარდი მიმდევარი) შემდეგ მსოფლიოში მეორე უდიდესი რელიგიური აღმსარებლობა. ისლამის მიმდევარს ჰქვია მუსლიმი ან მაჰმადიანი (მოძველებული ფორმა). წარმოიშვა მე–7 საუკუნეში არაბეთის ნახევარკუნძულზე. ფუძემდებელია მუჰამედი, რომელიც ისლამური სწავლების მიხედვით ღმერთის (არაბულად: ალლაჰ الله) უკანასკნელი წინასწარმეტყველი იყო. სრულად..
აბადიტები, იბადიტები (არაბ.: الاباضية, ალ-იბადია), ხარიჯიტების მუსლიმანური სექტის ზომიერი ფრთის მიმდევრები. აბადიტების სექტა აღმოცენდა ერაყში VII საუკუნეში, სახელმწოდება მიიღო აბდ ალ-ლაჰ იბნ იბადისაგან, რომელმაც ჩამოაყალიბა აბადიტების მსოფლმხედველობა. აბადიტები ებრძოდნენ სახალიფოს, შექმნეს თავიანთი იმამატები, მათ შორის ჩრდილოეთ აფრიკაში - ტაჰირთის იმამატი (761-909). ამჟამად აბადიტები შემორჩნენ ომანში, კუნძულ ზანზიბარზე და ჩრდილოეთ აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში (ალჟირი, ტუნისი, ლიბია). სრულად...
დაგვეხმარეთ სტატია ისლამის სრულყოფაში.