ისლამური მეცნიერება
ისლამური მეცნიერება — ტერმინი, რომელიც გამოიყენება სამეცნიერო ისტორიაში ისლამურ (არაბულ) სამყაროში განვითარებული მეცნიერების აღსანიშნავად. არაბ მეცნიერებს უდიდესი წვლილი აქვთ მათემატიკასა და მედიცინაში. არაბმა მეცნიერებმა შექმნეს დღევანდელი ალგებრის სისტემა, განავითარეს ციფრები, რომლებიც დღემდე გამოიყენება მათემატიკაში. არაბთა წვლილი უდიდესი იყო მედიცინაშიც. შუა აზიელი მეცნიერის იბნ სინას (ავიცენას) წიგნი „სამკურნალო მეცნიერების კანონი“ XVI საუკუნემდე სასწავლო სახელმძღვანელოს წარმოადგენდა ევროპის უნივერსიტეტებში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მეცნიერება და ტექნოლოგიები ისლამურ საზოგადოებაში დაარქივებული 2013-12-11 საიტზე Wayback Machine. .