ისლამური არქიტექტურა
ისლამური არქიტექტურა შუა საუკუნეებში ჩამოყალიბდა არაბთა სახალიფოს ტერიტორიაზე. მას ქმნიდნენ როგორც არაბები, ასევე მის შემადგენლობაში შემავალი სხვა ქვეყნები: ეგვიპტე, ირანი, სირია, პალესტინა, მესოპოტამია და შუა აზია.
მეჩეთი
რედაქტირებამუსლიმი მორწმუნეებისათვის უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს მეჩეთს. მეჩეთია მათი სამლოცველო და თავშესაკრები. აქ ყოველ პარასკევს და დღესასწაულებზე იკრიბებიან მორწმუნე მამაკაცები. ეს მათი მოვალეობაა. ამ დღეებში ქალებს ეკრძალებათ მეჩეთში შესვლა. მათ სხვა დღეებში სპეციალურად განკუთვნილი ადგილი აქვთ მაჩეთში. მეჩეთი ჩვეულებრივი ოთხკუთხა ნაგებობაა, რომელიც ხშირად გუმბათითაა დაგვირგვინებული. შენობის შიგნით ეზოა აუზით, სადაც მუსლიმები, ლოცვის წინ განბანის ცერემონიალს ატარებენ. მეჩეთი შიგნით ხალიჩითაა დაფარული. როდესაც მუსლიმები მეჩეთში შედიან აუცილებლად იხდიან ფეხსაცმელს. ლოცვის დროს დგებიან პირით მექას მიამრთულებით. ამ მიმართულების მიმანიშნებელი არის ნაშა - მიჰრაბი.
მეჩეთთან ახლოს არის მინარეთი - მაღალი კოშკი, საიდანაც დღეში 5-ჯერ მუეძინი მორწმუნეებს სალოცავად მოუწოდებს. მეჩეთთან არსებობდა მედრესეები (სკოლები), სადაც უფასოდ ასწავლიდნენ ბავშვებს. ასევე მეჩეთთან არსებობდა ბიბლიოთეკა, სასამართლო და უფასო სასადილოები ღარიბთა და უპოვართათვის.
არქიტექტურა
რედაქტირებაშუა საუკუნეებში არაბ და სხვა ხუროთმოძღვართა მიერ აშენებული მეჩეთები დღემდე იზიდავს მნახველებს. ისლამური არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშებია არაბთა სახალიფოს ცენტრებში: იერუსალიმში, დამასკოში, ბაღდადში, კაიროში, სამარასა და კორდოვაში აშენებული მეჩეთები. ისლამური არქიტექტურის ერთ-ერთი შედევრია გრანადაში, ესპანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, აშენებული ალ-ჰამბრას სასახლე.
არაბთა სასულიერო და საერო ნაგებობები შემკული იყო ჩუქურთმებითა და მოზაიკით. მხატვრობა და ქანდაკება ისლამურ სამყაროში თითქმის არ განვითარებულა, ვინაიდან ისლამი კრძალავდა ადამიანისა და ცხოველის გამოსახვას. მხატვრობა ძირითადად წარმოდგენილია წიგნის მინიატურის სახით, სადაც გამოსახული იყო სცენები ხალხის ცხოვრებიდან. კედლის მოხატულობას წარმოადგენდა არაბესკები — ერთმანეთში გადახლართული ხაზების რთული ქარგები. ეს იყო მცენარეების ან სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურის კომბინაციებზე აგებული ორნამენტები, რომლებშიც ხშირად იყო ჩართული წარწერები ყურანიდან.
ცნობილი არქიტექტორები
რედაქტირებაიხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Fletcher, Banister; Cruickshank, Dan, Sir Banister Fletcher's a History of Architecture, Architectural Press, 20th edition, 1996 (first published 1896). ISBN 0-7506-2267-9. Cf. Part Three.