აბადიტები
(გადამისამართდა გვერდიდან იბადიტები)
აბადიტები, იბადიტები (არაბ.: الاباضية, ალ-იბადია) — ხარიჯიტების მუსლიმანური სექტის ზომიერი ფრთის მიმდევრები. აბადიტების სექტა აღმოცენდა ერაყში VII საუკუნეში, სახელწოდება მიიღო აბდ ალ-ლაჰ იბნ იბადისაგან, რომელმაც ჩამოაყალიბა აბადიტების მსოფლმხედველობა. აბადიტები ებრძოდნენ სახალიფოს, შექმნეს თავიანთი იმამატები, მათ შორის ჩრდილოეთ აფრიკაში - ტაჰირთის იმამატი (761-909). ამჟამად აბადიტები შემორჩნენ ომანში, კუნძულ ზანზიბარზე და ჩრდილოეთ აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში (ალჟირი, ტუნისი, ლიბია).
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/55/ReenactorKharjites.jpg/220px-ReenactorKharjites.jpg)
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 10.