არდონის რაიონი
არდონის რაიონი (ოსურ.Æрыдоны район) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული და მუნიციპალური რაიონი, შემავალი ჩრდილოეთ ოსეთის შემადგენლობაში. მისი ადმინისტრაციული ცენტრი არის ქალაქი არდონი, რომელიც ვლადიკავკაზიდან 39 კილომეტრში მდებარეობს. 2018 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა 19 412 კაცს შეადგენს.
გეოგრაფია
რედაქტირებაარდონის ოლქი მდებარეობს რესპუბლიკის ცენტრალურ ნაწილში, დახრილ დაბლობზე. რაიონის ტერიტორია შეადგენს 377,08 კმ²-ს.
არდონის რაიონს ესაზღვრება: სამხრეთ-აღმოსავლეთით - პრიგოროდნიას, ხოლო სამხრეთით - ალაგირი, დასავლეთით დიგორი, ჩრდილო-დასავლეთით კიროვსკი, აღმოსავლეთში - პრავობერეჟნია.
არდონის რაიონი არის რესპუბლიკის ერთადერთი შიდა რეგიონი, რომელსაც არ აქვს საზღვრები რუსეთის ფედერაციის ან უცხო სახელმწიფოების შემადგენელ პირებთან.
რაიონში შედის არაერთი ცნობილი და მნიშვნელოვანი მდინარე, მათ შორის: არდონი, ფიაგდონი, თერგი და სხვები.
არდონის რაიონის მოსახლეობის 60,88 % ცხოვრობს ადმინისტრაციულ ცენტრში — ქალაქ არდონში.
ეკონომიკა
რედაქტირებააღნიშნულ რაიონში, არის ერთი საავტომობილო, 38 სამრეწველო და 11 სოფლის მეურნეობის საწარმო.
სოფლის მეურნეობა
რედაქტირებარაიონში არის ხოხბის მეურნეობა მოწყობილი. ასევე არდონში არის თევზის დიდი სარეწები. ძირითადად არის კასპიის ორაგულისა და კალმახის მეურნეობა. მთელ რაიონში ეწევიან თევზის ხელოვნურ რეპროდუქციას.
განათლება
რედაქტირებარაიონში მოქმედებს: 11 საშუალო სკოლა, 18 სკოლამდელი დაწესებულება, დამატებითი განათლების 2 სკოლა და სრული საშუალო განათლების 3 სპეციალიზებული ინსტიტუტი.
კულტურა
რედაქტირებაარდონის რაიონში და მის სოფლებში განთავსებულია: კულტურის სახლი, სალამოვას სახელობის კულტურის სასახლე არდონში, არდონის ისტორიისა და კულტურის მუზეუმი არდონში, არდონის საზოგადოებრივი განათლების მუზეუმი, 2 ეროვნული თეატრი (არდონსა და ხადგარონში), არდონის რაიონის კულტურისა და დასვენების პარკი და კულტურის სახლი (7 სოფელში).
ბიბლიოთეკა
რედაქტირებარაიონში არის რამდენიმე მნიშვნელოვანი ბიბლიოთეკა, მათ შორის: საგანმანათლებლო ინფორმაციის რესურსების ბიბლიოთეკა, ქალაქის ბიბლიოთეკა, ცენტრალური უბნის ბიბლიოთეკა, რაიონის ბავშვთა ბიბლიოთეკა და სოფლის ბიბლიოთეკა.
რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია
რედაქტირებაარდონში არის, რამდენიმე ხუროთმოძღვრული ძეგლი, მათ შორის: წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია - ქალაქი არდონი. აშენდა XIX საუკუნეში. დიდი ერთსართულიანი სამრეკლოთი. წმინდა პანტელეიმონის სამლოცველო - ქალაქ არდონში და წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია, მდებარეობს სოფელ ხადგარონში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- არდონის რაიონი დაარქივებული 2014-07-26 საიტზე Wayback Machine.