არდონი (მდინარე)
არდონი (ოს. Æрыдон) — მდინარე ჩრდილოეთ კავკასიაში, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკაში, თერგის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 102 კმ, აუზის ფართობი 2,7 ათ. კმ². სათავე აქვს კავკასიონის მყინვარებში. ქალაქ ალაგირის ქვემოთ მოედინება ჩრდილოეთ ოსეთის ვაკეზე. იყენებენ სარწყავად. არდონის ხეობაში გადის ოსეთის სამხედრო გზა. მდინარის აუზშია სადონის ტყვიათუთიის საბადოები.
არდონი ოს. Æрыдон | |
---|---|
ქვეყანა | რუსეთი |
ტერიტორიული ერთეულები | ჩრდილოეთი ოსეთი |
სათავე |
კავკასიონი 42°41′36″ ჩ. გ. 43°58′30″ ა. გ. / 42.69333° ჩ. გ. 43.97500° ა. გ. |
შესართავი |
თერგი 43°14′18″ ჩ. გ. 44°18′52″ ა. გ. / 43.23833° ჩ. გ. 44.31444° ა. გ. |
სიგრძე | 102 კმ |
აუზის ფართობი | 2700 კმ² |
— სათავე, — შესართავი | |
არდონი ვიკისაწყობში |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 559.