ნიკოლა სარკოზი
ნიკოლა სარკოზი (ფრანგ. Nicolas Sarkozy, სრული სახელი Nicolas Paul Stéphane Sárközy de Nagy-Bócsa; დ. 28 იანვარი, 1955, პარიზი) — ფრანგი პოლიტიკოსი, საფრანგეთის პრეზიდენტი 2007-2011 წლებში. თანამდებობა დაიკავა 2007 წლის 16 მაისს მას შემდეგ რაც არჩევნებში დაამარცხა სოციალისტური პარტიის კანდიდატი სეგოლენ რუაიალი.
ნიკოლა სარკოზი Nicolas Paul Stéphane Sárközy de Nagy-Bócsa | |
საფრანგეთის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
16 მაისი, 2007 – 15 მაისი, 2012 | |
პრემიერ-მინისტრი | ფრანსუა ფიიონი |
წინამორბედი | ჟაკ შირაკი |
მემკვიდრე | ფრანსუა ოლანდი |
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
21 მაისი, 2005 – 26 მარტი, 2007 | |
პრეზიდენტი | ჟაკ შირაკი |
პრემიერ-მინისტრი | დომინიკ დე ვილპენი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
7 მაისი, 2002 – 31 მარტი, 2004 | |
პრეზიდენტი | ჟაკ შირაკი |
პრემიერ-მინისტრი | ჟან-პიერ რაფარენი |
საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
31 მარტი, 2004 – 28 ნოემბერი, 2004 | |
პრეზიდენტი | ჟაკ შირაკი |
პრემიერ-მინისტრი | ჟან-პიერ რაფარენი |
საფრანგეთის ბიუჯეტის მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
29 მარტი, 1993 – 10 მაისი, 1995 | |
პრეზიდენტი | ფრანსუა მიტერანი |
პრემიერ-მინისტრი | ედუარდ ბალადიური |
დაბადებული | 28 იანვარი, 1955 პარიზი, საფრანგეთი |
პოლიტიკური პარტია | UMP |
მამა | პოლ სარკოზი |
დედა | ანდრე მალა |
მეუღლე | მარი-დომინიკ კიულიოლი (1982–1996) სესილია სიგანერ-ალბენისი (1996–2007) კარლა ბრუნი (2008–დღემდე) |
შვილები | პიერი (კიულიოლისგან) ჟანი (კიულიოლისგან) ლუი (სიგანერ-ალბენისისგან) |
პროფესია | ადვოკატი |
რელიგია | კათოლიკე |
ჯილდოები | |
ხელმოწერა |
პრეზიდენტობამდე იყო საფრანგეთის მემარჯვენე ცენტრისტული პარტია კავშირი სახალხო მოძრაობისთვის (UMP) ლიდერი. ჟაკ შირაკის პრეზიდენტობის დროს მას ეკავა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ჟან-პიერ რაფარენის პირველ ორ მთავრობაში (2002-2004), იყო ფინანსთა მინისტრი რაფარენის ბოლო მთავრობაში და ისევ შინაგან საქმეთა მინისტრი დომინიკ დე ვილპენის მთავრობაში (2005-2007).
სარკოზი ასევე იყო დეპარტამენტ ო-დე-სენის გენერალური საბჭოს პრეზიდენტი (2004-2007 წლებში) და ნიოი-სიურ-სენის მერი (1983-2002). იგი ასევე იყო საფრანგეთის ბიუჯეტის მინისტრი ედუარდ ბალადიურის მთავრობაში ფრანსუა მიტერანის პრეზიდენტობის ბოლო წლებში.
საგარეო პოლიტიკურ საკითხებში იგი მომხრეა საფრანგეთის ახლო კავშირის აშშ-თან. მისი მეტსახელია „სარკო“ (Sarko), რომელსაც ეძახიან როგორც მისი მხარდამჭერები, ასევე ოპონენტები.
საინტერესო ფაქტები
რედაქტირებასაფრანგეთის პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახურმა ნიკოლა სარკოზის ინდოეთში ვიზიტისას მასპინძლებისგან მასზე დაბალი სიმაღლის მცველების დანიშვნა მოითხოვა. ამის შესახებ ინფორმაცია ინდურმა გამოცემამ „The Daily News and Analysis“ გამოაქვეყნა. გამოცემის ცნობით, პრეზიდენტის სურვილის შესრულება არც ისე მარტივი აღმოჩნდა, რადგან სახელმწიფო დაცვის სამსახურის თითქმის ყველა თანამშრომელი მაღალია.[1]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ნიკოლა სარკოზიმ ინდოეთში ვიზიტისას პირად მცველად მასზე დაბალი ადამიანების დანიშვნა მოითხოვა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-17. ციტირების თარიღი: 2010-12-07.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ნიკოლა სარკოზის ოფიციალური საიტი დაარქივებული 2007-06-07 საიტზე Wayback Machine.
- წინასაარჩევნო მობილიზაცია (რუსულ ენაზე)
- ახალი ამბები (რუსულ ენაზე)