სენიორია (ფრანგ. Seigneurie) — ფეოდალური მამული საფრანგეთსა და დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში. მემამულე (სენიორი) იყო სენიორიაში შემავალი ყველა მიწის უზენაესი მესაკუთრე, მისი უფლებები ვრცელდებოდა დამოკიდებული გლეხის პიროვნებაზეც. სენიორია შეიძლებოდა ყოფილიყო აგრეთვე ფეოდალური მამულის ერთ-ერთი სახეობა, რომელშიაც მიწა-წყლის მეტი ნაწილი საბატონო მეურნეობას ეკავა ან, პირიქით, მიწა-წყალი მთლიანად დამოკიდებულ გლეხებს შორის იყო დანაწილებული. ასეთი გლეხები სენიორს ნატურალურ ან ფულად გადასახადებს უხდიდნენ.

ლიტერატურა

რედაქტირება