არკნეთი
არკნეთი[1] — სოფელი საქართველოში, თიღვის მუნიციპალიტეტში, ნულის თემში.[2] მდებარეობს მდინარე აღმოსავლეთის ფრონის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 885 მეტრი, ყორნისიდან 17 კილომეტრი.[3]
ისტორიარედაქტირება
ისტორიულ წყაროებში ცნობილია როგორც ერკნეთი. ვახუშტი ბატონიშვილი აღნიშნავს:
„წუნარის-ჴევს ზეით არს ეკლესია ერკნეთს; დგანან მთაწმიდის მონაზონნი ბერძენნი“
|
ამ სოფელში იერუსალიმის ჯვრის მონასტერს ჰქონია მამული.[4] მოხსენიებულია იოანე ბაგრატიონის 1794–1799 წლების აღწერაში.[5] 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის მიერ და დე-ფაქტო აკონტროლებს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციული დაყოფით შედის ზნაურის რაიონში, ყორნისის თემში.
მოსახლეობარედაქტირება
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1989 | 117 | ||
2002 | 62 | ||
2015 [6] | 108 | 51 | 57 |
ღირსშესანიშნაობებირედაქტირება
შიდა ქართლის 1955 წლის დაზვერვითმა ექსპედიციამ არკნეთში მიაკვლია გვიანი ბრინჯაოს ხანის სამოსახლო გორას. ადგილ „ვასაწყაროში“ აღმოჩნდა ძველი და ახალი წელთაღრიცხვის ორმოსამარხები, რომლებშიც ნაპოვნია თიხის ჭურჭელი, პასტისა და მინის მძივები, ბრინჯაოს სამკაულები, ვერცხლის ბეჭდები, რკინის სამაჯურები; ერთ-ერთ ორმოსამარხში აღმოჩენილია ძვ. წ. I საუკუნის ხუთი ვერცხლის პართული მონეტა.[7] სოფელში არის ღვთისმშობლის დარბაზული ეკლესია.[4]
ლიტერატურარედაქტირება
- გვასალია ჯ., ფრონის ხეობათა ისტორიული გეოგრაფიის საკითხები // საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული, ტ. VII, თბ.: „მეცნიერება“, 1989, ISBN 5-520-00154-5.
სქოლიორედაქტირება
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 17.
- ↑ მუნიციპალიტეტების რეესტრიდან
- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 574.
- ↑ 4.0 4.1 გვასალია, 1989, გვ. 14
- ↑ იოანე ბაგრატიონი, „ქართლ-კახეთის აღწერა“ გვ. 42 — თბილისი 1986
- ↑ Итоги всеобщей переписи населения Республики Южная Осетия 2015 года
- ↑ გვასალია, 1989, გვ. 8