პართული დრაქმა
პართული დრაქმა, ძვ. წ. III — ახ. წ. III საუკუნეების პართიის სამეფოში მოჭრილი ვერცხლის მონეტები. შუბლზე გამოსახულია პართიის მეფის დიადემიანი ბიუსტი (ზოგი მათგანი, შესაძლებელია, პორტრეტულიც იყოს); ზურგზე — მარჯვნივ მიმართული, ომფალოსზე ან ტახტზე მჯდომარე დინასტიის დამაარსებლის არშაკის სქემატური გამოსახულება მოზიდული მშვილდისრით. მრავალსტრიქონიანი ბერძნული ზედწერილით გადმოცემულია არშაკის სახელი და ვრცელი ტიტულატურა.
პართული დრაქმის წონა იცვლებოდა ეპოქების მიხედვით (იყო 4 გ-ზე მეტი და 3 გ-ზე ნაკლები). ძვ. წ. I ს. — ახ. წ. I საუკუნეში. პართული დრაქმა ფართოდ იყო გავრცელებული აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, განსაკუთრებით კი მცხეთასა და მის მიმდებარე რაიონებში.
ლიტერატურა
რედაქტირება- აბრამიშვილი თ., საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის პართული მონეტების კატალოგი, თბ., 1974;
- Кошеленко Г. А., Некоторые вопросы историис ранней Парфии, «Вестник древней истории», 1968, № 1
- დუნდუა გ., ქსე, ტ. 7, გვ. 685, თბ., 1984