იკორთის ტაძარი
იკორთის ტაძარი — ძველი ქართული მართლმადიდებლური ტაძარი, სოფელ იკორთის (ერედვის მუნიციპალიტეტი) განაპირას, მთის კალთაზე. გუმბათოვანი ტაძარი აგებულია 1172 წელს. გეგმით ოთხკუთხა შენობის გუმბათი საკურთხევლის კუთხეებსა და ორ ბოძს ეყრდნობა. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდა აქვს. ტაძარი უხვად ნათდება გუმბათის მაღალ ყელში დატანებული 12 სარკმლიდან. კედელ-კამარები თავიდანვე შელესილი და მოხატული იყო (ფრანგმენტები შემორჩენილია აფსიდში, ჩრდილოეთ კედელსა და გუმბათზე), სამხრეთ და დასავლეთ შესასვლელებს მიშენებული ჰქონდა კარიბჭეები (დანგრეულია), ახლანდელი სამხრეთ კარიბჭე გვიანდელია.
ტაძრის ფასადები და გუმბათის ყელი მდიდრულადაა მოჩუქურთმებული და გამოირჩევა შესრულების მაღალი ოსტატობით. იკორთის ტაძარს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართულ ხუროთმოძღვრების ისტორიაში. ქრონოლოგიურად და მხატვრულსტილისტიკური თავისებურებებით უადრესი ნიმუშია XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე შექმნილი ქართლის გუმბათოვანი ტაძრებისა, რომლებშიც საბოლოოდ შემუშავდა ქართული გუმბათოვანი ეკლესიის კანონიკური სახე.
იკორთის ტაძარში არიან დაკრძალული კახეთის აჯანყების (1659) ხელმძღვანელები: ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები.
2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].
ლიტერატურა
რედაქტირება- გვასალია ჯ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 227-228.
- ზაქარაია პ., XI-XVIII საუკუნეების ქართული ცენტრალურ-გუმბათოვანი არქიტექტურა, XI-XII სს., თბ., 1975, გვ. 11-142
- ზაქარაია პ., საქართველოს ძველი ქალაქები და ციხეები, თბ., 1973, გვ. 79-81
- ზანგურაშვილი ვლ., ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ეკლესია-მონასტრები, თბ., 2007, გვ. 32-33
- შიდა ქართლი: პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურურლი მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ. 92-95
- მეგრელიძე ი., წარწერები და სხვა სიძველეები იკორთაში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე : ისტორიის.. სერია, 1963, № 3, გვ. 170-171.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ვარაზაშვილი მ.,„იკორთა“, // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. 88 თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1992 წელი. — გვ. 57-60
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-01. ციტირების თარიღი: 2020-02-16.