იკორთა (ერედვის მუნიციპალიტეტი)
იკორთა — სოფელი საქართველოში, ერედვის მუნიციპალიტეტში, არცევის თემში.
გეოგრაფია
რედაქტირებამდებარეობს ორბოძალის მთის სამხრეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 1000 მეტრი. ცხინვალიდან 35 კილომეტრი.
ისტორია
რედაქტირებაფეოდალურ ხანაში იკორთა იყო ქსნის ერისთავთა ერთ-ერთი რეზიდენცია შიდა ქართლში. 1732 წელს იკორთასთან ბრძოლაში მოიგერიეს ლეკი ფეოდალების თავდასხმა. 1736 წელს ქსნის ერისთავი შანშე ირანს განუდგა და იკორთის ციხეში გამაგრდა. ქართველთა ლაშქარმა დაამარცხა მტერი, მაგრამ ერთი წლის შემდეგ იგი დაეუფლა ციხეს. სოფლის განაპირას მდებარეობს იკორთის ტაძარი. 1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის რაიონში, ხოლო 2006 წლამდე შედიოდა გორის მუნიციპალიტეტში. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[2], ხოლო სოფელს დე ფაქტო აკონტროლებს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, რომლის ტერიტორიაზე სოფელს მიანიჭეს ოსური სახელწოდება (ოს. Уæллаг Икъорта).
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 105.