არცევი (ერედვის მუნიციპალიტეტი)
არცევი[1][2] — სოფელი საქართველოში, ერედვის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: აძვისთავი, გოიათა, ვალითა, ზემო ოტრევი, იკორთა, ნოგყაუ, პანტნაური, ქარჩითი, ქვემო ოტრევი, ჩხარაული).
გეოგრაფიარედაქტირება
მდებარეობს მდინარე არცეულის ნაპირზე. ზღვის დონიდან 920 მეტრი, ცხინვალიდან 18 კილომეტრი, გორიდან — 27 კილომეტრი..
ისტორიარედაქტირება
არცევი ადრინდელ ფეოდალურ ხანაში შედიოდა გვერდისძირის სოფლებში, ხოლო XIV საუკუნიდან ქსნის საერისთავოში. 1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის რაიონში, ხოლო 2007 წლამდე შედიოდა გორის მუნიციპალიტეტში. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[3], ხოლო სოფელს დე ფაქტო აკონტროლებს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, რომლის ტერიტორიაზე სოფელს მიანიჭეს ოსური სახელწოდება (ოს. Арцеу).
დემოგრაფიარედაქტირება
1989 წლის აღწერით სოფელში ფიქსირდებოდა 482 მცხოვრები.
ღირსშესანიშნაობებირედაქტირება
სოფლის ჩრდილოეთით განლაგებული ბრინჯაოს ხანის სამოსახლო გორები მოწმობს, რომ სოფელი უძველესი დროიდან ყოფილა დასახლებული.
ხუროთმოძღვრული ძეგლებიდან აღსანიშნავია: არცევის ღვთისმშობლის ეკლესია, არცევის ეკლესიის ნანგრევები, არცევის ნაეკლესარი.
ლიტერატურარედაქტირება
- გვასალია ჯ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 221.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 615.