არცევის ნაეკლესარი
არცევის ნაეკლესარი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა, ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ არცევიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 2 კმ-ზე, ადგილი გოიანთა. აგებულია შუა საუკუნეებში.
სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით 2 კმ-ზე (ადგილი გოიანთა) მდებარე ეკლესიიდან შემორჩენილია დაახლოებით 1-1,5 მეტრის სიმაღლის კედლები, ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვით, სქელ დუღაბზე. ეკლესია გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდით, რომლის მხოლოდ სამხრეთი მხარე იკითხება. შესასვლელი დასავლეთიდანაა. ეკლესიის ჩრდილოეთით მინაშენია, რომელსაც აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდა აქვს. მინაშენიდან შემორჩენილია დასავლეთი
კედლის მცირე ნაწილი და აღმოსავლეთი კედელი. კედლების სიმაღლე 1 მეტრს აღწევს. ძეგლის გარშემო გალავნის ფრაგმენტებია შემორჩენილი.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ., 15